TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / დიასახლისი

დიასახლისი

sairme-bakery Georgia ქართული
Posted Jul 27, 2026 1 day ago apply by Aug 27, 2026

Job description

საირმის საცხობი აცხადებს ვაკანსიებს: 2. დიასახლისი პოზიციის დანიშნულება: დიასახლისი პასუხისმგებელია ობიექტის, საწარმოო და მომსახურების სივრცეების სისუფთავისა და ჰიგიენური სტანდარტების დაცვაზე, სამუშაო გარემოს მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნებასა და სანიტარული ნორმების შესრულებაზე. ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები: ** ობიექტის, სამუშაო და საერთო სივრცეების ყოველდღიური დასუფთავება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად; ** იატაკების, მაგიდების, სამუშაო ზედაპირების, მინის, სველი წერტილებისა და სხვა სივრცეების სისუფთავის უზრუნველყოფა; ** სამზარეულოსა და მომსახურების სივრცეებში ჰიგიენური ნორმების დაცვა; ** ნარჩენების დროული გატანა და სანაგვე სივრცეების სისუფთავის კონტროლი; ** სარეცხი და საწმენდი საშუალებების სწორად გამოყენება და უსაფრთხოების წესების დაცვა; ** სამუშაო პროცესში სისუფთავისა და მოწესრიგებული გარემოს მუდმივად შენარჩუნება; ** სველი წერტილების, ჰიგიენური მასალებისა და საჭირო ინვენტარის მუდმივი კონტროლი და შევსება; ** კომპანიის კუთვნილი დასუფთავების ინვენტარისა და ტექნიკური საშუალებების გაფრთხილება; ** სურსათის უვნებლობისა და სანიტარული მოთხოვნების დაცვა სამუშაო პროცესის განმავლობაში; ** საჭიროების შემთხვევაში სხვა თანამშრომლების მხარდაჭერა სისუფთავისა და მოწესრიგების მიმართულებით; ** აღმოჩენილი ჰიგიენური ან ტექნიკური პრობლემების შესახებ უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება; ** უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული დამატებითი დავალებების შესრულება საოპერაციო საჭიროებების შესაბამისად. აუცილებელი უნარები და კომპეტენციები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** სისუფთავისა და ჰიგიენის ნორმების დაცვის უნარი; ** ორგანიზებულობა და დისციპლინა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** ფიზიკურად აქტიურ გარემოში მუშაობის უნარი; ** წესრიგისა და სისუფთავის შენარჩუნებაზე ორიენტირებული მიდგომა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია დასუფთავების ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება; ** სისუფთავისა და ჰიგიენური ნორმების საბაზისო ცოდნა; ** სასურველია კვების ობიექტში მუშაობის გამოცდილება. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე: [email protected] სათაურის ველში მიუთითეთ: დიასახლისი ან დარეკოთ 598006354 კომპანიის ბენეფიტები: ** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას (კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად); ** სტაბილურ, გრძელვადიან და განვითარებად სამუშაო გარემოს; ** პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას მზარდ კომპანიაში. ** კვება უფასო ** ქუთაისიდან ტრანსპორტირება უფასოდ ** დაზღვევა