დიასახლისი
Job description
შპს " საქართველოს ცემენტის კომპანია " გახლავთ ცემენტის მწარმოებელი კომპანია, რომელიც უკვე 11 წელია აწარმოებს ცემენტს და ემსახურება საქართველოს ბაზარზე არსებულ წამყვან სამშენებლო და დეველოპერულ კომპანიებს. შპს "საქართველოს ცემენტის კომპანია" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე. სამუშაო განაკვეთი: სრული - 40 საათიანი სამუშაო კვირა გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (შაბათი ან კვირა მონაცვლეობით) - 09:00-15:30 სთ ვაკანსიის მდებარეობა: ქ. ფოთი ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** სამუშაო ტერიტორიების სისუფთავეზე ზრუნვა; ** ყოველდღიურად ოთახებში მტვრის აღება ზედაპირებიდან (მაგიდები, კომპიუტერები და სხვა ინვენტარი); ** იატაკებისა და პლინტუსების დამუშავება სველი წესით; ** სველი წერტილების დასუფთავება და დეზინფექცია; ** ნარჩენების მოგროვება და გადაყრა; ** სამზარეულოს მოწესრიგება, ჭურჭლის დარეცხვა; ** თვეში ორჯერ ფანჯრების დასუფთავება სველი წესით; ** სამეურნეო მარაგების კონტროლი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება; ** სისუფთავისა და წესრიგის მაღალი სტანდარტი. პიროვნული თვისებები: ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** პუნქტუალურობა; ** პასუხისმგებლობა; ** კეთილსინდისიერება. კომპანია უზრუნველყოფს: ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** კომფორტულ სამუშაო გარემოს. კანდიდატების შერჩევა მოხდება: სატელეფონო და ინდივიდუალური გასაუბრებით. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected] მიმდინარე წლის 20 აგვისტოს ჩათვლით . გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება: დიასახლისი. გისურვებთ წარმატებას!