დიასახლისი
Job description
დეკორატიული და სპეციალური ავეჯის მწარმოებელი კომპანია " Georgian Products " (GEOP) წარმატებით ფუნქციონირებს 2014 წლიდან და წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან საწარმოს საქართველოში. ორგანიზაცია სპეციალიზებულია ცხოველებისთვის განკუთვნილი ავეჯის წარმოებაში და აქტიურად ახორციელებს ექსპორტს საერთაშორისო ბაზრებზე. დღევანდელი მდგომარეობით, "Georgian Products" აერთიანებს დაახლოებით 450 თანამშრომელს. ორგანიზაცია ეფუძნება მაღალი ხარისხის სტანდარტებს და მუდმივად ორიენტირებულია ზრდასა და უწყვეტ განვითარებაზე. "Georgian Products" (GEOP) აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი, გიორგი ნადარეიშვილის ქ. N66 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1 ძირითადი მოვალეობები: ** გამოყოფილი ტერიტორიის/სივრცის ყოველდღიური დალაგება და სისუფთავის შენარჩუნება; ** იატაკის მოწმენდა და დეზინფექცია; ** ავეჯისა და ზედაპირების მტვრისგან გაწმენდა; ** სანიტარიული კვანძების (საპირფარეშოების) დასუფთავება და ჰიგიენური საშუალებების შევსება; ** ნაგვის ურნების დაცლა და ნარჩენების გატანა; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი გულმოდგინე დამოკიდებულება; ** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა და სისუფთავის სიყვარული. ჩვენ გთავაზობთ: ** სტაბილურ და პროფესიულ სამუშაო გარემოს; ** კვების უზრუნველყოფას; ** უფასო ტრანსპორტირებას. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელ. მისამართზე: [email protected] . გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "დიასახლისი". ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: 591-501-923 გისურვებთ წარმატებას!