დილერი
Job description
" Poker Room " აცხადებს ვაკანსიას დილერის პოზიციაზე. სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, მისამართი: საბურთალო, პეკინის ქ. 41. სამუშაო განაკვეთი: ცვლებში (2 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება) სამუშაო საათები: 18:00-06:00 ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი - 1400-2000 ლარი (გამოცდილების შესაბამისად) +დანამატი. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** პოკერის მაგიდის მართვა; ** თამაშის წესების ზუსტი დაცვა ყველა სიტუაციაში; ** ფიშკების ზუსტი დათვლა და კონტროლი; ** ფსონების სწორი მიღება და განაწილება; ** ყველა ტრანზაქციის სიზუსტის დაცვა; ** მომხმარებლებთან პროფესიონალური და თავაზიანი კომუნიკაცია; ** თამაშის წესების ახსნა საჭიროების შემთხვევაში; საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები: ** იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** პუნქტუალურობა; ** ყურადღება დეტალების მიმართ; ** კომუნიკაბელურობა; ** ქართულ ენაზე გამართული მეტყველება; ** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად). Poker Room გთავაზობთ: ** დრესკოდის უზრუნველყოფას; ** კვებას; ** პროფესიული განვითარების ტრენინგებს; ** სასიამოვნო სამუშაო გარემოს; ** პროფესიულ ზრდა/განვითარებას. დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "დილერი". რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.