TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / დირექტორის აპარატის სპეციალისტი/ოფის მენეჯერი

დირექტორის აპარატის სპეციალისტი/ოფის მენეჯერი

Posted Aug 03, 2026 20h ago apply by Aug 07, 2026

Job description

" სსიპ საქართველოს საპენსიო ფონდი " აცხადებს კონკურსს დირექტორის აპარატის სპეციალისტის (ოფის მენეჯერი) ვაკანტურ თანამდებობაზე. სამსახურის ადგილმდებარეობა - საქართველო, თბილისი სამუშაო განაკვეთი: სრული საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** ინგლისური ენის ცოდნა; ** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, PowerPoint). ფუნქცია-მოვალეობები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება: ** საოფისე საქმიანობის ადმინისტრირება; ** სტუმრების დახვედრა და შესაბამის პირთან გადამისამართება; ** სხვადასხვა ტიპის შეხვედრების დაგეგმვა და შეხვედრებისათვის შესაბამისი გარემოს მომზადება. კანდიდატს უნდა გააჩნდეს შემდეგი უნარ-ჩვევები: ** ძლიერი საკომუნიკაციო უნარები; ** პუნქტუალურობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ორგანიზებულობა; ** გუნდურობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა. დაინტერესებულმა კანდიდატებმა აღნიშნული განცხადების გამოქვეყნებიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: [email protected] გთხოვთ, საგნობრივ ველში მიუთითეთ შესაბამისი პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. საპენსიო ფონდი კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ან/და სხვა სააპლიკაციო დოკუმენტაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რაც საპენსიო ფონდის მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის (მათ შორის, განათლების, კვალიფიკაციის და სხვა შრომითი უნარების შეფასების) და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. საპენსიო ფონდის მიერ მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, საპენსიო ფონდისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობის შესრულება. შემდგომ ეტაპებზე, შესაძლოა, დამატებით მოგეთხოვოთ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა (მაგალითად, დიპლომის, სერტიფიკატის). დასაქმების პროცესში მოპოვებულ ინფორმაციას საპენსიო ფონდი არ გადასცემს მესამე პირებს. თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება. აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდგომ ისინი შეიძლება დაარქივდეს ფონდის საქმეთა ნომენკლატურის შესაბამისად. თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ აღნიშნული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ საპენსიო ფონდის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს ელ. ფოსტაზე: [email protected] საპენსიო ფონდის პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე https://www.pensions.ge/ka/ ამ ვაკანსიაზე გამოხმაურებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას, თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოთ მითითებული ფორმით და ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაცია სწორი, სრული და განახლებულია.