TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / დირექტორის ასისტენტი

დირექტორის ასისტენტი

pkf-georgia Georgia ქართული
Posted Jul 30, 2026 4 days ago apply by Aug 30, 2026

Job description

საერთაშორისო აუდიტორული კომპანია შპს "ფი ქეი ეფ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას დირექტორის ასისტენტის პოზიციაზე ადმინისტრაციული მიმართულებით. ძირითადი მოვალეობები: ** დირექტორის საორგანიზაციო და ადმინისტრაციული მხარდაჭერა; ** საჭიროებისამებრ სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება; ** კომპანიის სტუმრებთან, თანამშრომლებთან, კლიენტებთან და უცხოელ პარტნიორებთან ელექტრონული ფოსტით კომუნიკაცია. ** სხვადასხვა დოკუმენტაციის და ფაილების მოწესრიგება; ** შიდა სააღრიცხვო პროგრამის მონიტორინგი; აუცილებელი მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება, განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტი; ** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება; ** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა (C1); ** ქართული ენის გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ** MS Office პროგრამების (Word, Excel, Outlook, PowerPoint) მაღალ დონეზე ცოდნა; ** ტექნიკური უნარ-ჩვევების ქონა; ** სააღრიცხვო სისტემებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; პიროვნული თვისებები: ** გუნდური მუშაობის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** ანალიტიკური აზროვნების უნარი; ** დროის მართვის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; სამუშაო პირობები: ** სამუშაო ადგილი: თბილისი, იაკობ ნიკოლაძის 3 ** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, განიხილება არასრულიც; ორშაბათი-პარასკევი, 10:00 - 18:30; ** ანაზღაურება: შეთანხმებით; დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) და ფოტოსურათი ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითეთ "დირექტორის ასისტენტი". პერსონალური მონაცემების დამუშავება (მათ შორის, სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა) განხორციელდება შპს ფი ქეი ეფ ჯორჯიას (ს/ნ: 205198212) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 10 წლის ვადისა.