დისტრიბუტორი
Job description
" დილისკარის " პურის საწარმო - დისტრიბუტორი საკუთარი ავტომობილით (თბილისი და რეგიონები) "დილისკარი" პურის წარმოების არტიზანული ბრენდია, რომელიც ქართულ ტრადიციებს თანამედროვე ინდუსტრიაში ამკვიდრებს. ჩვენი პარტნიორები Horeca სექტორის წამყვანი ობიექტები და მარკეტები არიან. ვეძებთ გამოცდილ დისტრიბუტორებს წარმოების "არტიზანული ლავაშის" ხაზის მიმართულებით. გთავაზობთ თანამშრომლობის ორ მოდელს: მიმართულება #1: თბილისი (მოქმედი ქსელი + გაფართოება) ** მოვალეობები: კომპანიის მიერ გადაცემული მოქმედი ობიექტების (მარკეტები, საშაურმეები, რესტორნები) სტაბილური მომარაგება რუსთავის საწარმოდან და ახალი წერტილების ათვისება. ** ანაზღაურება: სრული გამომუშავება - ფიქსირებული, მაღალი ბონუსი ყოველი გაყიდული პროდუქციიდან. ** გრაფიკი: სრული. მიმართულება #2: რეგიონებში დამოუკიდებელი დისტრიბუტორი/პარტნიორი (საკუთარი რეალიზაციით) (კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, შიდა ქართლი, იმერეთი, აჭარა) ** მოვალეობები: პროდუქციის ტრანსპორტირება რუსთავის საწარმოდან და რეგიონული სადისტრიბუციო ქსელის დამოუკიდებელი მართვა/გაფართოება. ** თანამშრომლობის პრინციპი: კომპანია გთავაზობთ სპეციალურ (ექსკლუზიურ/საბითუმო) ფასს საწარმოდან, თქვენი შემოსავალი კი განისაზღვრება პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული მარჟით. ** გრაფიკი: თავისუფალი / შეთავსებადი. მოთხოვნები: ** საკუთარი ავტომობილი (სადისტრიბუციოდ ვარგისი) და B კატეგორიის მართვის მოწმობა. ** კვების პროდუქტების დისტრიბუციაში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება. ** Horeca სექტორთან ან რითეილთან (საშაურმეები, მარკეტები) მუშაობის გამოცდილება. დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] საკონტაქტო ინფორმაცია: 555 26 37 66 Facebook: https://www.facebook.com/diliskari