დისტრიბუტორი
Job description
სიდრი ზაქარა ეძებს პასუხისმგებლიან და ენერგიულ დისტრიბუტორს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის პროდუქციის დროულ და ხარისხიან მიწოდებას სავაჭრო ობიექტებში. დისტრიბუტორი სამუშაო ლოკაცია: თბილისი ძირითადი მოვალეობები: ** კომპანიის პროდუქციის დისტრიბუცია სავაჭრო ობიექტებში. ** პროდუქციის უსაფრთხოდ ჩაბარება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება. ** ყოველდღიური მარშრუტის შესრულება. ** ავტომობილის გამართულობისა და სისუფთავის კონტროლი. სამუშაო პირობები: ** სამუშაო დღეები: სამშაბათი - პარასკევი (კვირაში 4 დღე). ** სამუშაო საათები: 10:00 - 20:00. ** შესვენება: 1 საათი. ** დღიური დატვირთვა: საშუალოდ 30 სავაჭრო ობიექტის მომსახურება. სამუშაოს სპეციფიკა: სამუშაო მოიცავს ფიზიკურ დატვირთვას: ** შუშის ბოთლების ყუთების გადაზიდვას (1 ყუთი - 8 ბოთლი, დაახლოებით 7 კგ). ** 30-ლიტრიანი უჟანგავი ფოლადის კასრების გადატანას (დაახლოებით 40 კგ). ** ავტომობილი განიხილება ორი ვარიანტი: ** კომპანიის Opel Combo-ს გამოყენება; ** თანამშრომლის საკუთარი ავტომობილით მუშაობა (ქირავნობის/ანაზღაურების პირობები განიხილება ინდივიდუალურად). მოთხოვნები: ** B კატეგორიის მართვის მოწმობა. ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. ** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა. ** ფიზიკური დატვირთვით მუშაობის მზადყოფნა. დამატებითი პირობები: ** გამოსაცდელი ვადა - 3 თვე. ** კომპანიის მიერ ანაზღაურდება ულიმიტო სასაუბრო პაკეტი. ** საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით გამოწვეული ჯარიმები კომპანიის მიერ არ ანაზღაურდება. ** ხელფასი: ფიქსირებული, განისაზღვრება ინდივიდუალურად. ვეძებთ დაუყოვნებლივ! დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 599223161