დისტრიბუციის დისპეტჩერი/ლოგისტიკის კონტროლერი
Job description
" G&A Group " არის ქართული კომპანია, რომელიც წარმატებით ოპერირებს საკვები პროდუქტების წარმოების, ლოჯისტიკისა და დისტრიბუციის სფეროში. კომპანიის ბრენდებია "რერა", "ხინდა", "ნობათი", რომლებიც მომხმარებელს სთავაზობენ მაღალი ხარისხის გაყინულ ნახევარფაბრიკატებს და სხვა პროდუქტებს. "G&A Group" მუდმივად ზრუნავს ხარისხზე, ინოვაციებსა და განვითარებაზე, რის შედეგადაც მომხმარებლის ნდობასა და ბაზარზე მყარ პოზიციებს ინარჩუნებს. თუ ეძებთ შესაძლებლობას, გახდეთ მზარდი, განვითარებაზე ორიენტირებული და წარმატებული გუნდის წევრი, შემოუერთდი ჩვენს გუნდს. მისამართი: ქ. თბილისი, დემეტრე თავდადებულის ქ. 29 სამუშაო გრაფიკი: სამუშაო დღე იწყება 07:00 საათიდან ძირითადი მოვალეობები: მოვალეობები: ** დისტრიბუციის მძღოლების სამუშაო პროცესის კონტროლი და ოპერატიული მხარდაჭერა; ** სადისტრიბუციო მანქანების მითვლისა და დატვირთვის პროცესის სწორად წარმართვა დოკუმენტაციის მიხედვით; ** ავტომობილების საწვავის გაცემა, საწვავის ხარჯვის აღრიცხვა და კონტროლი; ** სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის მონიტორინგი; ** საგზაო ჯარიმების აღრიცხვა, კონტროლი და დროული რეაგირება; ** ავტომობილებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და განახლება; ** სადისტრიბუციო მანქანების ტემპერატურის ყოველდღიური კონტროლი და რეპორტინგი; ** მძღოლებთან და სხვა დეპარტამენტებთან ეფექტური კომუნიკაცია; ** ყოველდღიური ანგარიშების მომზადება ხელმძღვანელობისთვის. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** სასურველია 1C 8.3 ERP პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება. უნარები: ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიდი დიღომი, დემეტრე თავდადებულის 29. სამუშაო გრაფიკი: სრული, 09:00 საათიდან 18:00 სთ-მდე; ანაზღაურება: გაიცემა თვეში ორჯერ; კომპანია უზრუნველყოფს: ერთჯერად კვებას. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ: დისტრიბუციის დისპეტჩერი/ლოჯისტიკის კონტროლერი. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას, შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. G&AGroup ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.