დისტრიბუციის დისპეტჩერი/ლოგისტიკის კონტროლერი
Job description
"G&A Group" არის ქართული კომპანია, რომელიც წარმატებით ოპერირებს საკვები პროდუქტების წარმოების, ლოჯისტიკისა და დისტრიბუციის სფეროში. კომპანიის ბრენდებია "რერა", "ხინდა", "ნობათი", რომლებიც მომხმარებელს სთავაზობენ მაღალი ხარისხის გაყინულ ნახევარფაბრიკატებს და სხვა პროდუქტებს. G&A Group მუდმივად ზრუნავს ხარისხზე, ინოვაციებსა და განვითარებაზე, რის შედეგადაც მომხმარებლის ნდობასა და ბაზარზე მყარ პოზიციებს ინარჩუნებს. თუ ეძებთ შესაძლებლობას, გახდეთ მზარდი, განვითარებაზე ორიენტირებული და წარმატებული გუნდის წევრი, შემოუერთდი ჩვენს გუნდს. პოზიცია: დისტრიბუციის დისპეტჩერი/ლოგისტიკის კონტროლერი სამუშაო ადგილი ქ. თბილისი, დიდი დიღომი, დემეტრე თავდადებულის 29. სამუშაო გრაფიკი: სრული. ანაზღაურება: გაიცემა თვეში ორჯერ; ბენეფიტი: კომპანია უზრუნველყოფს ერთჯერად კვებას. ფუნქცია-მოვალეობები: ** დისტრიბუციის მძღოლების სამუშაო პროცესის კონტროლი და ოპერატიული მხარდაჭერა; ** სადისტრიბუციო მანქანების მითვლის და დატვირთვის პროცესის სწორი წარმართვა დოკუმენტაციის მიხედვით; ** ავტომობილების საწვავის გაცემა, საწვავის ხარჯვის აღრიცხვა და კონტროლი; ** სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის მონიტორინგი; ** საგზაო ჯარიმების აღრიცხვა, კონტროლი და დროული რეაგირება; ** ავტომობილებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და განახლება; ** სადისტრიბუციო მანქანების ტემპერატურის ყოველდღიური კონტროლი და რეპორტინგი; ** მძღოლებთან და სხვა დეპარტამენტებთან ეფექტური კომუნიკაცია; ** ყოველდღიური ანგარიშების მომზადება ხელმძღვანელობისთვის. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** სასურველია 1C 8.3 ERP პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება უნარები: ** დეტალებზე ორიენტირებული; ** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ: დისტრიბუციის დისპეჩერი/ლოჯისტიკის კონტროლერი გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. G&AGroup ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.