TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / დროებითი კონსულტანტი

დროებითი კონსულტანტი

super Georgia ქართული
Posted Jul 14, 2026 1 day ago apply by Aug 14, 2026

Job description

"სუპერი" საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სათამაშოების იმპორტიორი, საბითუმოდ და საცალოდ მოვაჭრე ყველაზე მსხვილი კომპანია და არაერთი მსოფლიო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი და ოფიციალური პარტნიორია საქართველოში. "სუპერი" ბაზარზე ფიზიკური მომსახურების 12 სივრცითა და ელექტრონული მაღაზიითა წარმოდგენილი. კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ გვერდზე: https://superstore.ge/ მიმდინარედ "სუპერის" სამუშაო გუნდი 400-მდე თანამშრომელს ითვლის, მიმდინარედ ვეძებთ დროებით კონსულტანტს 15 სექტემბრის ჩათვლით. ფილიალის მისამართები, რომელშიც გვაქვს ვაკანტური ადგილი: ** თბილისი, ს/ც სითი მოლი საბურთალო ** თბილისი, დიღომი, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირი ** თბილისი, ვერა, რომან მიმინოშვილის ქუჩა ** თბილისი, ს/ც ისთ ფოინთი ვაკანტური თანამდებობის შესახებ: ** სამუშაო ადგილი: ბათუმი , ს.ც. "ბათუმი მოლი", ზურაბ გორგილაძის ქ. N88 ** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე - 40 საათი, დღეში 8 საათი ** დასვენების დრო: კვირაში 2 დღე ** სამუშაო გრაფიკი: ორცვლიანი - 10:00- 19:00/13:00-22:00 ** ანაზღაურების ტიპი: მხოლოდ ფიქსირებული ** ანაზღაურება: 1100 ლარი - 1200 ლარი (ცვლილება 1 წლის შემდეგ) ** დასაქმების პირობა: დროებითი ვაკანსია (15 სექტემბრის ჩათვლით) ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** მომხმარებლისთვის მაღალხარისხიანი კონსულტირების გაწევა; ** პროდუქციის განთავსება თაროებზე: მარაგების შევსება, ახალი ნივთების განთავსება, არსებული პროდუქციის ადგილის ცვლილება კომპანიაში არსებული მერჩენდაიზინგის ** პროდუქციაზე ფასმაჩვენებლების განთავსება/განახლება; ** პროდუქციის სისუფთავისა და სარეალიზაციო სახის შენარჩუნება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია, მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება; ** სასურველია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა. პიროვნული უნარები: ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** სერვისულობა; ** კრიტიკულ სიტუაციებში ეფექტური ოპერირების უნარი; ** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა; ** პუნქტუალურობა; შერჩევის ეტაპები: ** რეზიუმეების გადარჩევა (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს); ** გასაუბრება კომპანიის წარმომადგენელთან. თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: [email protected] (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური თანამდებობის დასახელება და სასურველი ფილიალი) ან დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია ბმულზე: https://shorturl.at/e5uY1 ვაკანტური თანამდებობის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით - 577021010 შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართელოს კანონის შესაბამისად შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "სუპერის" მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცმები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე კომპანიის ბაზაში შეინახება 3 (სამი) თვის ვადით, მითითებულ პერიოდში თქვენი კანდიდატურის იმავე ან სხვა თანამდებობაზე განხილვის მიზნით. "სუპერი" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას.