E-commerce კონტენტ კრეატორი
Job description
"Kontak"-ი არ არის უბრალოდ ტექნიკის მაღაზია — ეს არის თანამედროვე სივრცე, სადაც თავმოყრილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ციფრული ტექნიკისა და ტექსტილის დიდი არჩევანი! ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს 30-ზე მეტ გიგანტთან (Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony, Hoffmann და სხვა). უკვე 250-ზე მეტი პროფესიონალი ქმნის ჩვენს წარმატებას და ჩვენი ზრდის ტემპი არ ჩერდება. ჩვენ არ ვეძებთ უბრალოდ თანამშრომლებს, ჩვენ ვეძებთ პარტნიორებს, რომელთა პიროვნულ და კარიერულ განვითარებაზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია. თუ შეგიძლია ნებისმიერი ნივთის მთავარი უპირატესობების 1 წუთში, ლაკონიურად და მიმზიდველად წარმოჩენა, მაშინ ეს ვაკანსია შენთვისაა! პოზიცია: E-commerce კონტენტ კრეატორი რას გააკეთებ ჩვენთან? ** ონლაინ მაღაზიის პლატფორმაზე, ვებსაიტზე, განთავსებული პროდუქტებისთვის მოკლე, მაქსიმუმ 1-წუთიანი ვიდეოების გადაღება; ** პროდუქტის ვიზუალისა და მთავარი მახასიათებლების ესთეტიკურად, გასაგებად და მომხმარებლისთვის საინტერესოდ წარმოჩენა; ** გადაღებული და დამონტაჟება. რა დაგჭირდება ამ პოზიციაზე? ** მოკლე ვიდეოების გადაღებისა და სწრაფი მონტაჟის უნარი (თუნდაც მობილური აპლიკაციების გამოყენებით); ** E-commerce პლატფორმების სპეციფიკის საბაზისო გაგება რა აინტერესებს მომხმარებელს პროდუქტის ონლაინ შეძენისას; ** კრეატიულობა, დეტალებზე ფოკუსირების უნარი და პროდუქტის ეფექტურად წარდგენის ხედვა. ყურადღება: როგორ ხდება შერჩევა? ჩვენთვის შენი პრაქტიკული უნარები ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მხოლოდ რეზიუმე! შესაბამისად, გასაუბრების პირველი ეტაპი მოიცავს მცირე პრაქტიკულ დავალებას: იმისათვის, რომ შენი კანდიდატურა განვიხილოთ, სახლის პირობებში გადაიღე მაქსიმუმ 1-წუთიანი ვიდეო შენთვის ხელმისაწვდომ ნებისმიერ საყოფაცხოვრებო ან ციფრულ ტექნიკაზე (იქნება ეს მობილური ტელეფონი, უთო, ყავის აპარატი, ბლენდერი თუ სხვა). ვიდეოში წარმოაჩინე ეს ნივთი ზუსტად ისე, როგორც ონლაინ მაღაზიის პლატფორმაზე წარუდგენდი მომხმარებელს. როგორ გამოგვეხმაურო? გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV და დავალების სახით გადაღებული 1-წუთიანი ვიდეო (ან ვიდეოს ჩამოსატვირთი ლინკი, მაგ: WeTransfer / Google Drive) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] გთხოვთ, სათაურის ველში ("Subject") აუცილებლად მიუთითოთ: "E-commerce კონტეკტნ კრეატორი" განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 17 აგვისტო, 2026 წელი. გელოდებით "Kontakt"-ის გუნდში! გისურვებთ წარმატებას! ** * მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.