E-commerce მენეჯერი
Job description
კომპანია " Welt " არის მაღალი ხარისხის MEP მასალებისა და აქსესუარების სანდო იმპორტიორი და დისტრიბუტორი საქართველოში. წლების განმავლობაში დაგროვილი ექსპერტული ცოდნითა და საიმედო გუნდით, ჩვენ უზრუნველვყოფთ როგორც კომპანიების, ისე კერძო სექტორის მომარაგებას მრავალფეროვანი MEP მასალებით. ჩვენი ვებსაიტი: https://welt.ge/ "ველტი" ახორციელებს: ელექტრო, მექანიკური, წყალგაყვანილობისა და სახანძრო სისტემების პრემიუმ პროდუქციის იმპორტს და ამარაგებს უკვე 100-ზე მეტ კორპორაციულ კლიენტს. კომპანია აცხადებს ვაკანსიას E-commerce მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო პირობები: ** სამუშაო ფორმატი: სრული, კვირაში 5 დღე, 10:00-19:00; ** სამუშაო ადგილი: თბილისი, სტანისლავსკის N1. ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები: ** კომპანიის ვებგვერდზე პროდუქციის ატვირთვის, მარაგების მართვის ინტეგრაციებისა და E-commerce ფუნქციების დანერგვისა და გამართული მუშაობის კოორდინაცია; ** welt.ge-ის ყოველდღიური მართვა, ვებგვერდის სტრუქტურისა და ფუნქციონალის განვითარება, აქციებისა და სპეციალური შეთავაზებების მართვა და ახალი გაუმჯობესებების დანერგვა; ** ონლაინ გაყიდვების პროცესის მართვა და განვითარება, გაყიდვების შედეგების ანალიზი და ზრდის სტრატეგიების ინიციირება; ** პროდუქტის ბარათების, აღწერებისა და ვიზუალური კონტენტის მართვა, SEO ოპტიმიზაციის უზრუნველყოფა და პროდუქტის რეკომენდაციის მექანიზმების განვითარება; ** ვებგვერდის მომხმარებლის გამოცდილების (UX) გაუმჯობესება, ფუნქციონალის ოპტიმიზაცია და კონვერსიის ზრდაზე ორიენტირებული ინიციატივების განხორციელება; ** მარკეტინგის გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა, ციფრული კამპანიების დაგეგმვისა და შესრულების პროცესში ჩართულობა; ** ძირითადი KPI მაჩვენებლების მონიტორინგი, ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშების მომზადება და მონაცემებზე დაფუძნებული რეკომენდაციების წარდგენა; ** CRM პროცესების მართვა; Abandoned Cart პროცესების მართვა; ** Email და SMS კამპანიების დაგეგმვა; ** განმეორებითი შესყიდვების ზრდის მექანიზმების განვითარება; ** მომხმარებლის ლოიალობის პროგრამების დანერგვა-მხარდაჭერა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** E-commerce მიმართულებით მუშაობის 3 წლამდე გამოცდილება; ** ონლაინ მაღაზიების მართვის გამოცდილება; ** უცხო ენები: ინგლისური ** უპირატესად ჩაითვლება CRM; ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება და Google Tag Manager-ის ცოდნა დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.