ექიმი ლაბორანტი
Job description
შპს "ხონელიძის კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას ექიმ ლაბორანტის პოზიციაზე. სამუშაო საათები ორშაბათი - პარასკევი 09:30 - 17:00 სთ. სამუშაო ადგილი ქ.ქუთაისი ლორთქიფანიძის N 11. სამუშაო აღწერილობა: ** ლაბორატორიული გამოკვლევების მაქსიმალური სიზუსტით შესრულება; ** ლაბორატორიული ანალიზის შედეგების ზუსტი ასახვა შესაბამის ფორმებში; ** ლაბორატორიის მიმართულების ხელმძღვანელთან ერთად მარაგების დროული განახლება, ** სამედიცინო და არასამედიცინო მოხმარების საგნების, რექტივების და სახარჯი მასალების, ** ჰიგიენური და სხვა საშუალებების საჭიროების განსაზღვრა, ადეკვატური რაოდენობით მომარაგების უზრუნველყოფა და ხარჯვის ანალიზი; ** ლაბორატორიაში არსებული სამედიცინო აპარატურისა და სხვა აღჭურვილობის გამართული ** მუშაობის უზრუნველყოფა, გამართულობის შემოწმება, ტექნიკური შეფერხებისას პასუხისმგებელი პირის ოპერატიულად ინფორმირება; ** პაციენტებისათვის კონსულტაციების გაწევა ტესტის შეკვეთისა და შედეგების ინტერპრეტაციის კუთხით, კომპეტენციის ფარგლებში; პაციენტთა კმაყოფილებაზე მუდმივი ზრუნვა; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი სამედიცინო განათლება; ** სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობით "ლაბორატორიული მედიცინა"; ** თანამედროვე ლაბორატორიული აპარატურის მუშაობის პრინციპების ცოდნა; ** არანაკლებ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება აღნიშნული სპეციალობით; პიროვნული კომპეტენციები/უნარები: ** სამუშაო პროცესების დელეგირების უნარი; ** ინფორმაციის ანალიზის და გადაცემის უნარი; ** დეტალებზე ორიენტაციის უნარი; ** დროის ეფექტური მართვის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ მისამართზე [email protected]