TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ექიმი უროლოგი

ექიმი უროლოგი

Georgia ქართული
Posted Jul 28, 2026 6 days ago apply by Aug 28, 2026

Job description

კლინიკა აცხადებს ვაკანსიას ექიმი უროლოგის თანამდებობაზე. სამუშაო დრო და ადგილი: ** მისამართი: თბილისი ** სამუშაო დრო: სტანდარტული, ორშაბათი-პარასკევი, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე (საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია განხილულ იქნას მორიგეობაც) ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** ამბულატორიული და/ან სტაციონარული უროლოგიური პაციენტების მიღება, დიაგნოსტიკა და მკურნალობის მართვა; ** ქირურგიული ჩარევების/ოპერაციების დამოუკიდებლად დაგეგმვა და ჩატარება; ** პაციენტთა მართვა პოსტოპერაციულ პერიოდში; ** სამედიცინო დოკუმენტაციისა და ისტორიების დროული, ჯეროვანი წარმოება და განახლება მოქმედი სტანდარტების შესაბამისად; ** საჭიროების შემთხვევაში უმცროსი სამედიცინო პერსონალისა და რეზიდენტების/ასისტენტების მეთვალყურეობა და ხელმძღვანელობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი სამედიცინო განათლება; ** სახელმწიფო სერტიფიკატი ნებადართულ სპეციალობაში ("უროლოგია") სავალდებულოა; ** ექიმ-უროლოგად მუშაობის მინიმუმ 2-3-წლიანი გამოცდილება; ** საოფისე და სამედიცინო კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; ** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. პიროვნული თვისებები: ** კომუნიკაბელურობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** ორგანიზებულობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** პუნქტუალურობა; ** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი. გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით პერსონალური მონაცემების დამუშავებას. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ჩვენ 6 თვის განმავლობაში ვინახავთ მონაცემებს დასაქმების შემდგომი შეთავაზების მიზნით. ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected]