ექსკავატორის ოპერატორი
Job description
შპს ჯიელდი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: 25-ტონიანი ექსკავატორის ოპერატორი სამუშაო ადგილი: საქართველო დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი ძირითადი მოვალეობები 25-ტონიანი ექსკავატორის უსაფრთხო და ეფექტური მართვა; სამშენებლო, დემონტაჟისა და მიწის სამუშაოების შესრულება; ჰიდრავლიკური დანართებით (რკინის საჭრელი მაკრატელი, ჰიდრავლიკური ჩაქუჩი, მაგნიტი და სხვა) მუშაობა; ლითონის კონსტრუქციების დემონტაჟი და ჯართის დამუშავების პროცესში მონაწილეობა; ტექნიკის ყოველდღიური შემოწმება და გამართული ექსპლუატაცია; მცირე ტექნიკური გაუმართაობების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირება; შრომის უსაფრთხოების წესებისა და კომპანიის შიდა რეგულაციების დაცვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები 25-ტონიანი ექსკავატორის ოპერატორად მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება; ჰიდრავლიკური რკინის საჭრელი მაკრატლით მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება; ჰიდრავლიკური დანართებით (მაკრატელი, ჩაქუჩი, მაგნიტი და სხვა) მუშაობის გამოცდილება; ლითონის შედუღების (ელექტრო შედუღება) საშუალო დონის ცოდნა; ტექნიკის მოვლისა და ყოველდღიური ტექნიკური შემოწმების გამოცდილება; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დისციპლინირებულობა და გუნდში მუშაობის უნარი; B ან C კატეგორიის მართვის მოწმობა ჩაითვლება უპირატესობად. კომპანია გთავაზობთ კონკურენტულ და დროულ ანაზღაურებას; სტაბილურ და გრძელვადიან დასაქმებას; თანამედროვე ტექნიკაზე მუშაობის შესაძლებლობას; უსაფრთხო სამუშაო გარემოს; პროფესიული განვითარების შესაძლებლობას. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ.ფოსტაზე: [email protected] . მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით.