ექსპორტის გაყიდვების მენეჯერი
Job description
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია "ქართველი" აცხადებს ვაკანსიას ექსპორტის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. მოვალეობები: ** უცხოელ კლიენტებთან და პარტნიორებთან საქმიანი ურთიერთობების დამყარება და განვითარება; ** ახალი საერთაშორისო ბაზრების კვლევა და პოტენციური კლიენტების მოძიება; ** უცხოელ პარტნიორებთან კომუნიკაცია, შეხვედრების ორგანიზება, ხელშეკრულებების გაფორმება და პირობების შეთანხმება; ** უკვე არსებულ დისტრიბუტორებთან ურთიერთობის შენარჩუნება; ** ბაზრის დეტალური ანალიზი: კონკურენტები და ფასების პოლიტიკა; ** საექსპორტო პროცესების მართვა (დოკუმენტაცია, ლოგისტიკა, კონტრაქტები); ** მოლაპარაკებების წარმოება; ** მარკეტინგის გუნდთან თანამშრომლობით ექსპორტის მიმართულებით ბრენდის განვითარების და გაყიდვების ზრდის ხელშეწყობისთვის შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა და შესრულება; ** სხვადასხვა საკომუნიკაციო და მარკეტინგული მასალების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; ** გაყიდვების შედეგების მონიტორინგი; ** ხელმძღვანელობისთვის ანგარიშების მომზადება; ** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** საერთაშორისო გაყიდვების ან ექსპორტის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; ** საექსპორტო პროცესების ცოდნა; ** მოლაპარაკებების ძლიერი უნარი; ** ინგლისური და რუსული ენების ფლობა (C1); ** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა პიროვნული თვისებები: ** ანალიტიკური აზროვნება; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** კომუნიკაბელური; ** პრეზენტაციის მომზადებისა და ეფექტური წარდგენის უნარი სამუშაო გრაფიკი: სრული (კვირაში 2 დღე დასვენება); სამუშაო ადგილი: კახეთის გზატკეცილი. ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია, საკუთარი ავტოსატრანსპორტო საშუალებით (მიკროავტობუსით), მეტროსადგურ სამგორის ზედა ამოსასვლელიდან ქარხნის ტერიტორიამდე და პირიქით. ლოკაციის სანახავად გადადით ლინკზე: https://lnkd.in/dAYEFpg8 გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და საგნის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 20.08.2026 წ .