TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ექსპორტის ხელმძღვანელის ასისტენტი

ექსპორტის ხელმძღვანელის ასისტენტი

Posted Jul 28, 2026 12h ago apply by Aug 28, 2026

Job description

შპს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა"-ის, შვილობილი კომპანია შპს "გურული ნენა" აცხადებს ვაკანსიას ექსპორტის ხელმძღვანელის ასისტენტის პოზიციაზე. მდებარეობა: თბილისი სამუშაო გრაფიკი: სრული ანაზღაურება: შეთანხმებით, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად ძირითადი მოვალეობები: ** ექსპორტის ხელმძღვანელის ყოველდღიური საქმიანობის ადმინისტრაციული და საორგანიზაციო მხარდაჭერა; ** შემოსული შეკვეთების მიღება, სისტემაში ასახვა, სტატუსების განახლება და პროცესის კონტროლი დადგენილი პროცედურების შესაბამისად; ** პარტნიორებისთვის წარმოების გეგმებისა და შეკვეთების სტატუსის შესახებ ინფორმაციის დროული მიწოდება; ** შეკვეთების შესრულებისა და მიწოდების ვადების მონიტორინგი და შესაბამის დეპარტამენტებთან კოორდინაცია; ** 6-თვიანი და წლიური გეგმების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და შესაბამისი დეპარტამენტებისთვის განსაზღვრულ ვადებში გადაგზავნა; ** დებიტორული დავალიანებების მონიტორინგი და შესაბამისი ინფორმაციის მომზადება ექსპორტის ხელმძღვანელისთვის; ** ექსპორტის პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება, შემოწმება, სისტემატიზაცია და არქივირება; ** კომერციული დოკუმენტების, ანგარიშებისა და რეპორტების მომზადება; ** პარტნიორებთან ყოველდღიური საოპერაციო კომუნიკაცია ექსპორტის ხელმძღვანელთან შეთანხმებით; ** შეკვეთების შესრულების პროცესში ჩართული შიდა დეპარტამენტების (წარმოება, ლოჯისტიკა, ფინანსები, საწყობი და სხვა) კოორდინაცია; ** ექსპორტის ხელმძღვანელის დავალებით საჭირო ინფორმაციის მოძიება, მონაცემების ანალიზი და ანგარიშების მომზადება ** საკვალიფიკაციო მოთხოვნები ** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, საერთაშორისო ბიზნესის, ეკონომიკის ან მომიჯნავე მიმართულებით); ** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ადმინისტრაციულ, საოპერაციო ან საერთაშორისო ვაჭრობის მიმართულებით; ** MS Office-ის (განსაკუთრებით Excel-ის) კარგი ცოდნა; ** ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია; პიროვნული უნარები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი; ** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი; ** შედეგზე ორიენტირებულობა. პირობები: ** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა; ** სტაბილური და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო; ** შესაძლებლობა იმუშაოთ საერთაშორისო პარტნიორებთან და მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება ექსპორტის მიმართულებით. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ (CV) ელ.ფოსტაზე [email protected] სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ექსპორტის ხელმძღვანელის ასისტენტის". რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით. "თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით."