ექსტერიერის/ინტერიერის დიზაინერი
Job description
შპს " ავერსი-ფარმა " აცხადებს ვაკანსიას ექსტერიერის/ინტერიერის დიზაინერის პოზიციაზე. თუ გსურთ იმუშაოთ მრავალფეროვან პროექტებზე და მონაწილეობა მიიღოთ კომპანიის ობიექტების მოწყობასა და განახლებაში, შემოუერთდით ჩვენს გუნდს. ძირითადი მოვალეობები: ** კომპანიის ობიექტების (სააფთიაქო, საოფისე, კომერციული და სხვა დანიშნულების სივრცეების) ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინის პროექტების მომზადება; ** სივრცის ფუნქციური დაგეგმარება და დიზაინერული კონცეფციის შემუშავება; ** ავეჯისა და ინტერიერის ელემენტების დიზაინის შექმნა; ** 3D ვიზუალიზაციებისა და სამუშაო ნახაზების მომზადება; ** მოსაპირკეთებელი და დეკორატიული მასალების შერჩევა; ** ობიექტებზე ვიზიტი, საჭირო აზომვების განხორციელება და პროექტების მიმდინარეობაში ჩართულობა; ** პროექტების განხორციელების პროცესში შესაბამის გუნდებთან და კონტრაქტორებთან კოორდინაცია; ** საჭიროების შემთხვევაში რეგიონებში მივლინებით გამგზავრება (მიმდინარე ობიექტების საჭიროებიდან გამომდინარე). საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება არქიტექტურის, ინტერიერის დიზაინის ან მონათესავე მიმართულებით; ** ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინის სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება; ** სავაჭრო ან სხვა კომერციული ობიექტების პროექტებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** ArchiCAD-ის ან AutoCAD-ის ცოდნა; ** Adobe Photoshop-ის ცოდნა; ** 3ds Max-ის ცოდნა და 3D ვიზუალიზაციების მომზადების გამოცდილება; ** პორტფელის წარმოდგენა სავალდებულოა; ** კრეატიულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი. განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 10.08.2026 წელი . ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1566); 5 97 002 987 შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის (შემდგომში: კანდიდატი) მიერ CV-სა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახით (ფიზიკურად ან/და ელექტრონული საშუალებით), გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. დამსაქმებელი კანდიდატის მონაცემების დასამუშავებლად, ასევე, იყენებს პროვაიდერი კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის, უნებართვო ან/და უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან. ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/LRcvDYFnmu