ექთანი
Job description
ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა " რეპროარტი " აცხადებს ვაკანსიას ექთნის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, სულხან ცინცაძის ქ. №23 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი: 09:30 - 17:30; შაბათი: 09:30 - 15:00 საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ექთნობის დამადასტურებელი დიპლომი; ** სასურველია კლინიკაში მუშაობის გამოცდილება; ** უპირატესობა მიენიჭება გინეკოლოგიური მიმართულებით მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს. ძირითადი მოვალეობები: ** ექიმის ასისტირება; ** პაციენტებთან კომუნიკაცია და სამედიცინო დოკუმენტაციის მართვა; ** პროცედურების დროს ექიმის დახმარება კომპეტენციის ფარგლებში; ** კლინიკის ელექტრონულ პროგრამაში მუშაობა; ** ინფექციური კონტროლისა და უსაფრთხოების წესების დაცვა. პიროვნული უნარები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** კომუნიკაბელურობა. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე: [email protected] განცხადების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 13 აგვისტო . სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან! გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ რეზიუმეს წარდგენა გულისხმობს პერსონალური მონაცემების "რეპროარტისთვის" გადაცემას და თანხმობის განცხადებას აღნიშნული ინფორმაციის დამუშავებისა და შენახვის თაობაზე. პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. გისურვებთ წარმატებას!