ექთანი ლაბორანტ-ფლებოტომისტი
Job description
შპს " პრემიუმ მედსერვისი " აცხადებს ვაკანსიას ლაბორატორიის პრეანალიზურ მიმართულებაში ექთანი ლაბორანტ-ფლებოტომისტის პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: ჭავჭავაძის გამზ.33ბ; სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევი ჩათვლით 09:00 საათიდან - 18:00 საათამდე; ანაზღაურება: 1000 ლარი ; პლუს ბონუსები ძირითადი ფუნქციები: ** ამბულატორიული პაციენტების სისხლის აღება (ფლებოტომია) დადგენილი პროცედურის მიხედვით; ** კლინიკებიდან თუ ამბულატორიული შეკვეთებიდან შესაბამისი საკვლევი მასალების ადეკვატურობის შეფასება, საკვლევი მასალების დამარკირება, პრეანალიზური დამუშავება და შემდგომი განაწილება ლაბორატორიის შესაბამის მიმართულებებში; ** მასალების ტრანსპორტირების პირობების უზრუნველყოფა (სატრანსპორტო ჩანთის მომზადება "ცივი ჯაჭვის" მოთხოვნების შესაბამისად) და პერიოდული კონტროლი; ** ჰოსპიტალური (HIS) და ლაბორატორიული საინფორმაციო სისტემების (LIS) ინტეგრაციის მოდულის მართვა; ** საქმესთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** განათლება: საშუალო პროფესიული განათლება (მედდა/ფერშალ-ლაბორანტი); ** სამუშაო გამოცდილება: სასურველია ლაბორატორიაში მუშაობის არანაკლებ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება. ცოდნა და უნარები: ** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებული; ** დროის მენეჯმენტი; ** სისხარტე, ოპერატიულობა. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად ელ. მისამართზე: [email protected] . გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომლითაც დაინტერესებული ხართ; ან დაგვიკავშირდით: 599610094