ელექტრიკოსი
Job description
პალიტრა მედია ჰოლდინგის შვილობილი კომპანია - საწარმო შპს " კრიალა " აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის პოზიციაზე თბილისში. მოთხოვნები: ** შესაბამისი პროფესიულ-ტექნიკური განათლება; ** საწარმოში მუშაობის გამოცდილება (აუცილებელია); ** ელექტრო სქემების-ნახაზების წაკითხვის უნარი; ** ელექტრიკოსის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება; ** ელექტრო-უსაფრთხოების წესების ცოდნა; ** შესაბამისი პროგრამული ნაწილის ცოდნა (კომპიუტერული); ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** კომპლექსში განთავსებული ელექტრო დანადგარების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, კონტროლი-ინსპექტირება; ** ელექტრო დანადგარების და ელექტრო სისტემების სამონტაჟო სამუშაოების შესრულება; ** მანქანა დანადგარების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა (შეკეთება, დარეგულირება, გადაწყობა, ზეთის შეცვლა და ა.შ.) ** გენერატორების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა; ** საექსპლუატაციო და სარემონტო სამუშაოებისას უსაფრთხოების წესებისა და სამუშაო პროცედურების ზუსტი დაცვა; ** პროგრამირებად დანადგარებზე ხარვეზების აღმოფხვრა, პრობლემების დადგენა, შეკეთება; ** ხელმძღვანელობისათვის დროული ინფორმაციის მიწოდება მოსალოდნელი ან/და არსებული პრობლემების შესახებ; განრიგი: კვირაში 6 სამუშაო დღე; ანაზღაურება: განისაზღვრება ინდივიდუალური გასაუბრების საფუძველზე გამოცდილებიდან გამომდინარე; სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ისთ ფონთის მიმდებარედ, ქიზიყის ქუჩა # 50 ბ. შენიშვნა: დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: [email protected] ან დაგვიკავშირდით 577209590, რეზიუმის ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით. "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: [email protected] გისურვებთ წარმატებას!