ელექტრიკოსი
Job description
კომპანია არომაპროდუქტი/Georgia`s Natural 2006 წლიდან ახორციელებს ორგანული პროდუქტის მოყვანა/შეგროვებას, გადამუშავება/წარმოებას და რეალიზაციას. ჩვენ ვმართავთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაშენებულ ორგანული ბაღებს ყვარელში, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი წარმოებას ყვარელსა და თბილისში, საერთაშორისო სადისტრიბუციო ქსელს და 2020 წლიდან საქართველოს ბაზარზე საცალო ვაჭრობას, თბილისის და ბათუმის დიდ სავაჭრო ცენტრებში წარმოდგენილი ორგანული ბარების სახით. ჩვენი საექსპორტო ბაზარი 40 ქვეყანას მოიცავს: აშშ, ევროკავშირის ქვეყნები, კანადა, ავსტრალია, იაპონია, ისრაელი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ტაივანი, სინგაპური, მალაიზია, ვიეტნამი, ლატვია, უკრაინა, სამხრეთ აფრიკა და ა.შ. კომპანიის მთავარი მიზანია საერთაშორისო ორგანულ ინდუსტრიაში იყოს ერთ-ერთი წამყვანი ორგანული პრემიუმ ხარისხის პროდუქტის მწარმოებელი გლობალური ბრენდი და აამაღლოს საქართველოს, როგორც მაღალი პოტენციალის მქონე ქვეყნის ცნობადობა საერთაშორისო ბაზარზე, ორგანული მებაღეობის, ველური შეგროვების და ორგანული წარმოების კუ თხით. დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ. გვერდზე http://www.georgiasnatural.com ან Facebook გვერდზე georgias natural ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე 591 04 75 08 არომაპროდუქტი/Georgia`s Natural ეძებს გუნდის ახალ წევრს ტექნიკური სამსახურში, ელექტრიკოსის პოზიციაზე, რომელიც უზრუნველყოფს მანქანა დანადგარების გამართულ მუშაობას. სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი სამუშაო გრაფიკი: 12 საათიანი სამუშაო გრაფიკი, 08:00-20:00. კვირაში 4 დღე კონკურენტული ანაზღაურება ფუნქცია მოვალეობები: ** შიდა-ელექტრო გაყვანილობის, ავტომატიზირებული მოწყობილობების, ჩამრთველების, ძრავების ელექტროგაყვანილობის შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შეკეთება; ** ნათურების გამოცვლა ოფისისი და საწარმოს ტერიტორიაზე; ** დანადგარების მუშაობასთან დაკავშირებული ხარვეზების დროული აღმოჩენა და აღმოფხვრა კომპეტენციის ფარგლებში; ** პრევენციული სამუშაოების ჩატარება და განახლება; ** უშუალო მენეჯერის მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულება მოთხოვნისამებრ. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება, ტექნიკური მიმართულებით; ** უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს რომლებსაც გააჩნიათ მაღალ ძაბვაზე დაშვების საბუთი; ** საწარმოო დანადგარების შეკეთების გამოცდილება; ** ინგლისური რუსულის ცოდნა საბაზისო, ტექნიკურ დონეზე. უნარები: ** გუნდური მუშაობის უნარი ** მექანიკური აზროვნების უნარი ** ორგანიზებული ** დეტალებზე ორიენტირებულობა ** აქტიური რეჟიმში მუშაობის შესაძლებლობა თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და მზად ხართ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგვზავნეთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელ.ფოსტაზე [email protected] და გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელექტრიკოსი. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული და განხილული იყოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზე.