ელექტრიკოსი
Job description
ელექტრიკოსი – Hampton by Hilton შემოუერთდით Hampton by Hilton Batumi Center-ის გუნდს და შეიტანეთ თქვენი წვლილი ჩვენს საერთო წარმატებაში! ჩვენ ვეძებთ ენერგიულ, პრაქტიკულ და მომსახურებაზე ორიენტირებულ ელექტრიკოს, რომელიც შეუერთდება Hampton by Hilton Batumi Center-ის გუნდს. თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია სტუმრებისთვის და გუნდის წევრებისთვის უსაფრთხო და კომფორტული გარემოს უზრუნველყოფა – ეს შესაძლებლობა თქვენთვის არის! ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები: ახორციელებს ტექნიკური აღჭურვილობის პრევენციულ მოვლას სასტუმროს ნომრებში, საერთო და სერვის სივრცეებში, რაც მოიცავს სისტემების სისტემატურ შემოწმებას, კალიბრაციას და საჭირო სამუშაოების დროულად განხორციელებას; უზრუნველყოფს ხარისხის რეგულარულ მონიტორინგს. ახორციელებს HVAC, წყალგაყვანილობის, ელექტრო წრედების, განათების და სხვა მექანიკური სისტემების რეგულარულ ინსპექციას და საჭიროებისამებრ შეკეთებას. ფლობს შენობის მართვის სისტემების (BMS) ცოდნას და ახორციელებს სისტემურ შეტყობინებებზე დროულ და ეფექტურ რეაგირებას. უზრუნველყოფს პრევენციული მოვლის გრაფიკის შესრულებას და დანადგარებისა და სივრცეების შენარჩუნებას განსაზღვრული სტანდარტების მიხედვით. ზრუნავს უსაფრთხოების სისტემების (სახანძრო სიგნალიზაცია, ავარიული გასასვლელები, საინფორმაციო ნიშნულები) უწყვეტ და გამართულ მუშაობაზე და უზრუნველყოფს მათი შესაბამისობას ადგილობრივ რეგულაციებთან. აწარმოებს ტექნიკური სამუშაოების დეტალურ ჩანაწერებს (სამუშაო შეკვეთები, ინსპექციები, შეკეთებები) და მოამზადებს შესაბამის დოკუმენტაციას. თანამშრომლობს ჰაუზქიფინგსა და სხვა დეპარტამენტებთან ტექნიკური პრობლემების დროული და ეფექტური მოგვარების მიზნით. ზრუნავს ინსტრუმენტებისა და აღჭურვილობის, ასევე სამუშაო სივრცეების სათანადო მდგომარეობაზე. ზრუნავს და აქტიურად განავითარებს საკუთარ ტექნიკურ ცოდნასა და პროფესიულ უნარებს, მუდმივად მიიწევს წინ განვითარებისა და პროფესიული ზრდისთვის. სხვა მოვალეობები: საჭიროებისამებრ უზრუნველყოფს F&B-ს ან სასტუმროს სხვა დეპარტამენტების მხარდაჭერას (მაგალითად, ბარში ან ლობიში დახმარება) აქტიურად მონაწილეობს გუნდურ შეხვედრებში და ტრენინგებში ასრულებს მენეჯმენტის მიერ დაკისრებულ სხვა დავალებებს, რათა უზრუნველყოს სტუმართა კმაყოფილება და ოპერაციული პროცესების შეუფერხებელი მუშაობა კვალიფიკაცია და უნარები: სავალდებულოა პროფესიული სერტიფიკატი ერთ-ერთ სპეციალიზირებულ სფეროში: ელექტროობა, მექანიკა, სამაცივრე სისტემები, ხის დამუშავება/დურგლობა ან წყალგაყვანილობა მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება სასტუმროს ტექნიკურ სამსახურში ან ინჟინერიის სფეროში HVAC, ელექტრო, სანტექნიკურ და მექანიკურ სისტემების ცოდნა უსაფრთხოების სტანდარტების ცოდნა სამუშაო პირობები: სამუშაო ადგილი: ბათუმი,რუსთაველის 20 დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი ანაზღაურება: შეთანხმებით გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოსთან ერთად კომპანია თანამშრომლებს განსაკუთრებულ ბენეფიტებსაც სთავაზობს: ჯანმრთელობის დაზღვევა; 50%-იან ფასდაკლებას ჰილტონ ბათუმში, კერძოდ ნეფელე სქაი ბარში, თანდილა ლობი ბარში, რესტორან პელიონში, ეფორია სპაში; 70%-იან ფასდაკლებას ბათუმის საბაგირო გზა "არგო"-ზე ფასდაკლებას რესტორან "არგო"- ში დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიოთ მითითებულ ბმულს და შეავსოთ განაცხადი: https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_lq7go/ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. Hampton by Hilton Batumi Center მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!