TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ელექტრო და სუსტი დენების სამუშაოების წამყვანი ინჟინერი

ელექტრო და სუსტი დენების სამუშაოების წამყვანი ინჟინერი

ატუ Georgia jobs.ge ქართული
Posted Jun 25, 2026 7 days ago apply by Jul 25, 2026

Job description

ასოციაცია "ატუ" აცხადებს ვაკანსიას საწარმოო ტექნიკური განყოფილებაში საწარმოო ტექნიკური განყოფილების ელექტრო და სუსტი დენების სამუშაოების წამყვანი ინჟინრის (1 სპეციალისტი) პოზიციაზე. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** ასოციაცია "ატუ"-ს მშენებარე ობიექტების ელექტრო და სუსტი დენების საპროექტო დოკუმენტაციის მიღება, შემოწმება და გადაცემა შემსრულებლებზე ** მშენებარე ობიექტებზე მიმდინარე ელექტრო და სუსტი დენების სამონტაჟო სამუშაოების პროექტთან შესაბამისობის და მოცულობების კონტროლი ** შესრულებული სამუშაოების მიღების აქტის ფორმა #2-ის შემოწმება, მასალების ჩამოწერის რეესტრის შემოწმება ნორმების მიხედვით ** მშენებარე ობიექტებზე სამუშაოთა მწარმოებლების მიერ სამუშაოთა წარმოებისა და მასალების მიღების ჟურნალების წარმოების კონტროლი ** მოწვეული ორგანიზაციების მიერ შესრულებული სამონტაჟო სამუშაოების ხარისხის და მოცულობების კონტროლი ** ყველა ელ. მოწყობილობების, კაბელების, დამიწების კონტურების ლაბორატორიული შემოწმების კონტროლი და შესაბამისი ოქმების მოთხოვნა-დაარქივება საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი საინჟინრო განათლება ინჟინერ ენერგეტიკის ან ინჟინერ ფიზიკოსის სპეციალობით ** მინიმუმ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება ელექტრო და სუსტი დენების სამონტაჟო სფეროში ** საოფისე პროგრამების ცოდნა Word, Exel, AutoCAD პიროვნული უნარები: ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი ** მოლაპარაკებების წარმოების უნარი ** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი ** დეტალებზე და შედეგებზე ორიენტირებულობა ** გუნდური მუშაობის უნარი ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა სამუშაო პირობები: ** ანაზღაურება: 3500 ლარიდან (ხელზე ასაღები) კვალიფიკაციიდან გამომდინარე ** 3 თვიანი გამოსაცდელი ვადა ** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი #39დ დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] სათაურში აუცილებლად მიუთითეთ შესაბამისი პოზიცია. CV-ის მიღების შემდეგ შედგება გასაუბრება