ელექტროობისა და სუსტი დენების ინჟინერი
Job description
კომპანია Baumer - ბაუმერი ინოვატორი და მაღალკვალიფიციური გუნდით დაკომპლექტებული კომპანიაა, რომელიც სამი ძირითადი პროფილით პოზიციონირებს: ** საინჟინრო სისტემების პროექტირება. ** საინჟინრო სისტემებისათვის საჭირო მაკომპლექტებელი მასალის იმპორტი. ** საინჟინრო სისტემების საინსტალაციო სამუშაოების შესრულება. დღეისათვის ბაუმერს არაერთი მსხვილი და რეგიონული მნიშვნელობის პროექტი აქვს შესრულებული. ბაუმერის გუნდი მუდმივად ვითარდება და აქტიურად მიჰყვება მსოფლიოში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და ტექნოლოგიებს. კომპანია აცხადებს ვაკანსიას ელექტროობა და სუსტი დენების (ELV) საიტ ინჟინრის (Site Engineer) პოზიციაზე. ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები: ** სამონტაჟო სამუშაოების მართვა და ზედამხედველობა ** ელექტრო და სუსტი დენების სისტემების (Power Supply, Lighting, ELV - CCTV, Access Control, Fire Alarm, Data) სამონტაჟო სამუშაოების ორგანიზება და სრული ციკლის ზედამხედველობა ** საინსტალაციო გუნდებისთვის სამუშაოების გადანაწილება, დავალებების განსაზღვრა და შესრულების მონიტორინგი ** სამუშაოების შესაბამისობის კონტროლი დამტკიცებულ პროექტთან, ნახაზებთან და ტექნიკურ სპეციფიკაციებთან ** შესრულებული სამუშაოების ხარისხის შემოწმება და მიღება-ჩაბარების პროცესში აქტიური მონაწილეობა ** ელექტრო პანელების, კაბელების, მოწყობილობების და სისტემების მონტაჟის ხარისხის კონტროლი კოორდინაცია და პროცესების მართვა: ** მჭიდრო თანამშრომლობა სხვა საინჟინრო მიმართულებებთან (HVAC, Plumbing, Fire Fighting, Architecture, Structure) ** ქვეკონტრაქტორებთან და მომწოდებლებთან ტექნიკური საკითხების შეთანხმება ** ობიექტზე მიმდინარე პროცესების კოორდინაცია და სამუშაოების თანმიმდევრობის მართვა ** ტექნიკური პრობლემების იდენტიფიცირება და ოპერატიული გადაწყვეტა ტესტირება, გაშვება და კონტროლი: ** სისტემების ტესტირებისა და გაშვება-დარეგულირების პროცესში მონაწილეობა ** ელექტრო სისტემების გამართულობის შემოწმება და დეფექტების აღმოფხვრის კონტროლი ანგარიშგება და კონტროლი: ** ხელმძღვანელობის ინფორმირება მიმდინარე, დაგეგმილი და შესრულებული სამუშაოების შესახებ ** ობიექტზე შესრულებული სამუშაოების და ფორმა 2-ებში გაწერილი მასალების შემოწმება, შედარება და დადასტურება. ** პროექტის პროგრესის, შეფერხებებისა და რისკების იდენტიფიცირება და რეპორტინგი ** უსაფრთხოების ნორმებისა და ტექნიკური სტანდარტების დაცვაზე კონტროლი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ელექტროინჟინერიაში ან შესაბამის სფეროში; ** მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება სამშენებლო ობიექტზე (Site Engineer/Supervisor პოზიციაზე); ** ელექტრო და ELV სისტემების სიღრმისეული ცოდნა; ** პროექტების, ნახაზებისა და სქემების წაკითხვის და ანალიზის უნარი; ** საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტების ცოდნა; ** ინგლისური ენა - ტექნიკური დონე სამუშაო პირობები: ** ლოკაცია: ბათუმი ; სხვა ქალაქიდან დასაქმების შემთხვევაში, კომპანია უზრუნველყოფს მივლინების პირობებს, მათ შორის საცხოვრებელსა და მივლინების ხარჯების ანაზღაურებას. ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00 ან 10:00-19:00) დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.