Engineer-Constructor
Job description
საპროექტო ორგანიზაცია " არტ-იდეა ჯგუფი " აცხადებს ვაკანსიას CAD ინჟინრის თანამდებობაზე. მოვალეობები: ** სამშენებლო მოედნების გეოდეზიური აზომვა და დამუშავება; ** ობიექტების ვიზუალური დათვალიერება და საპროექტო ობიექტის აღწერა; ** ტიპიური ტექნიკური ნახაზების მომზადება; ** საპროექტო დოკუმენტაციის დრაფტების მომზადება. მოთხოვნები: ** მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი სამშენებლო ან საინჟინრო მიმართულებით; ** ინჟინრად მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება; ** მართვის მოწმობა B კატეგორია; ** რეგიონებში მივლინების შესაძლებლობა (1-3 დღე). პიროვნული თვისებები: ** გუნდური მუშაობის უნარი; ** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ** მაღალი პასუხისმგებლობა. კომპიუტერული პროგრამები: ** Autocad ** Archicad ანაზღაურება: 2500 ლარი (დარიცხული) სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი. მივლინების შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება სამივლინებო ანაზღაურება. დაინტერესების შემთხვევაში CV გამოაგზავნეთ ელ. ფოსტაზე: [email protected] . მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "CAD ინჟინერი".