ER რეგისტრატურის ხელმძღვანელი
Job description
შპს ‘’ კლინიკა რუსთავი ‘ ’ აცხადებს ვაკანსიას ER რეგისტრატურის ხელმძღვანელის პოზიციაზე ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება (პრიორიტეტულად ჩაითვლება უმაღლსი განათლება სამედიცინო, ჯანდაცვის ადმინისტრირების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მართვის მიმართულებით) კლინიკაში რეგისტრატორის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება. საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა. ჯანდაცვის პორტალთან მუშაობის გამოცდილბა სასურველია უცხოური ენების (ინგლისური ან რუსული) ცოდნა. ძირითადი მოვალეობები: რეგისტრატორების საქმიანობის კოორდინაცია, გრაფიკებისა და ნაკადების მიხედვით როტაცია, სტაჟიორთა და თანამშრომელთა გადამზადება, მათი საქმიანობის შეფასება და ვიზუალურ სტანდარტებზე ზრუნვა. მომსახურების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა და პროცესში წარმოქმნილი პრობლემების დროული იდენტიფიცირება/მოგვარება. სტაციონარული პაციენტების (მათ შორის სახელმწიფო პროგრამებით დაზღვეულთა) სწორი რეგისტრაციის მონიტორინგი, მონაცემების სარეგისტრაციო ჟურნალში გადატანა და დღის ბოლოს დოკუმენტაციის მოწესრიგება. სალარო ოპერაციების (ნაღდი/უნაღდო ანგარიშსწორება), ფულადი სახსრების აღრიცხვა, მართვა, ბუღალტერიისთვის ინფორმაციის დროულად მიწოდება. ძირითადი უნარები და კომპეტენციები: სიზუსტე დოკუმენტებისა და მონაცემების დამუშავებისას. მომხმარებლებთან და თანამშრომლებთან თავაზიანი და ეფექტური კომუნიკაციის უნარი. სტრესულ სიტუაციებში და დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი. გუნდური მუშაობის უნარი. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 9:00 საათიდან 17:00 საათამდე., შაბათი 9:00 – 14:00სთ მისამართი: რუსთავი, ნიკო ლომოურის ქუჩა 45 დაინტერესების შემთხვევაში, გადმოგვიგზავნეთ ტქვენი რეზიუმე მითითებულ მეილზე [email protected] გისურვებთ წარმატებას!