ERP პროექტების მართვის მენეჯერი
Job description
თუ გაქვს პროექტების ეფექტური მართვის, გუნდის კოორდინაციისა და თანამედროვე ტექნოლოგიების, მათ შორის LLM მოდელების, სამუშაო პროცესებში ინტეგრირების გამოცდილება, " Match UP Consulting "-ის პარტნიორ კომპანიაში ERP პროექტების მართვის მენეჯერის პოზიციაზე სწორედ შენ გეძებთ! მთავარი მიზანი იქნება: ERP სისტემების დანერგვის, ოპტიმიზაციისა და განვითარების პროექტების ხელმძღვანელობა. შენთვის საინტერესო პირობები: ** ანაზღაურება: ფიქსირებული 2, 000-4, 000 ლარი + ბონუსი ** საშუალო ჯამური შემოსავალი: 8, 000-15, 000 ლარი თვეში ** სამუშაო ფორმატი: ჰიბრიდული; ორშაბათი-პარასკევი, 11:00-19:00; ლოკაცია - ვაკე, ჭავჭავაძის გამზირი ** პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა ** სამუშაო გარემო თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ყოველდღიური სამუშაო სპეციფიკა: ** CRM და ERP პროექტების დაგეგმვა, მართვა და წარმატებით დასრულება ვადებისა და ბიუჯეტის დაცვით ** გუნდის მუშაობის კოორდინაცია Kanban-ისა და სხვა Agile მეთოდოლოგიების გამოყენებით ** პროექტის დროული და ხარისხიანი მიწოდების უზრუნველყოფა ** დაინტერესებულ მხარეებთან (სტეიკჰოლდერებთან) კომუნიკაცია და მოთხოვნების მართვა ** LLM მოდელების შესაძლებლობების გამოყენება პროცესების ავტომატიზაციისა და ოპტიმიზაციისთვის ** რისკების იდენტიფიცირება და მართვა პროექტის მიმდინარეობისას ** პროექტის დოკუმენტაციისა და ანგარიშგების წარმოება აუცილებლად დაგჭირდება: ** მინიმუმ 3 წლის გამოცდილება ERP პროექტების მართვაში ** პროექტების მართვის მტკიცე უნარები და მეთოდოლოგიების ცოდნა (Kanban, Scrum/Agile) ** პროექტების მართვის სისტემების ცოდნა (Jira, Trello ან მსგავსი ინსტრუმენტები) ** LLM მოდელებთან მუშაობის მაღალი დონის ცოდნა ** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა ** ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი ** გუნდის მართვისა და კომუნიკაციის ძლიერი უნარები თუ გსურს შემოუერთდე ჩვენს გუნდს და გაქვს საჭირო გამოცდილება, ველოდებით შენს გამოხმაურებას: https://shorturl.at/bUlsr