TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / Fablab Specialist

Fablab Specialist

Posted Jul 09, 2026 1h ago apply by Jul 19, 2026

Job description

სსიპ "საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო " აცხადებს ვაკანსიას სენაკის ტექნოპარკის ფაბლაბის (სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის) სპეციალისტის პოზიციაზე. პოზიციის დასახელება: სენაკის ტექნოპარკის ფაბლაბის (სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის) სპეციალისტი ადგილების რაოდენობა: 1 სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი განცხადების მიღების ბოლო ვადა: 19 ივლისი სამუშაო ადგილი: სენაკის ტექნოპარკი (სენაკი, წერეთლის ქუჩა 8.). მოვალეობები: ** სენაკის ტექნოპარკის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის (ფაბლაბი) მომხმარებლებისათვის მომსახურებისა და ტექნიკური მხარდაჭერის გაწევა პროტოტიპირებისა და ტექნოლოგიური დანადგარების გამოყენების პროცესში; ** სენაკის ტექნოპარკის ფაბლაბში ტრენინგებისა და სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო და საკონკურსო აქტივობების ინიცირება, დაგეგმვა, განხორციელება და მონიტორინგი; ** სენაკის ტექნოპარკის მენეჯერის საქმიანობის მხარდაჭერა; ** სენაკისტექნოპარკის ფაბლაბის აქტივობების პოპულარიზაციაში მონაწილეობის მიღება, პრეზენტაციებისა და სხვა აქტივობების საშუალებით; ** სენაკის ტექნოპარკის ფაბლაბის დანადგარების მოვლა-პატრონობისა და გამოყენების წესების შესწავლა, გათვალისწინება და გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ** სენაკის ტექნოპარკის ფაბლაბის ლოგისტიკის, ინვენტარისა (ხელსაწყოები, ინსტრუმენტები, ა.შ.) და ტექნიკის მართვა; ** ფაბლაბის საწყობის მარაგების მართვა; ** სააგენტოს სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან და შესაბამის მენეჯერებთან კოორდინაციით, დანადგარების სახარჯი მასალებითა და საჭირო ხელსაწყოებით მომარაგების უზრუნველყოფა; ** ფაბლაბში მოწესრიგებული, უსაფრთხო და ორგანიზებული სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა; ** ვიზიტები თბილისისა და სხვა რეგიონულ ტექნოპარკებში საჭიროებისამებრ, ადმინისტრაციული და სასწავლო მიზნებისათვის; ** პერიოდული ანგარიშების მომზადება და მენეჯერისთვის წარდგენა; ** სხვა დაკავშირებული ამოცანები, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს და/ან საჭიროა ფუნქცია-მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად. მინიმალური განათლება: ბაკალავრის ხარისხი (ტექნიკური, საინჟინრო, დიზაინის ან ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით). სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება. დამატებითი მოთხოვნები: ** ინგლისური ენისა და Microsoft Office-ის ცოდნა; ** გრაფიკული ან/და საწარმოო დიზაინის, 2D/3D მოდელირების პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ** პროგრამირებად დაზგა-დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** ელექტრონიკასა და ელექტრონულ მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** სამუშაო გამოცდილება ინოვაციური მეწარმეობისა და ტექნოლოგიების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად; ** მომხმარებლებთან ურთიერთობის, საჯარო პრეზენტაციების მოწყობისა და ტრენინგების ჩატარების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. უნარ-ჩვევები: ** ორგანიზებულობა; ** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი; ** შედეგზე ორიენტირებულობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირება; ** ზეპირი კომუნიკაციის მაღალი დონის უნარ-ჩვევები; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** ნოვატორული და კრეატიული აზროვნების უნარი. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ დეტალური ინფორმაცია იხილოთ და განაცხადი გააკეთოთ შემდეგ ბმულზე: https://gita.selfrecruit.ge/s/HjMhH