Head of Software and IT
Job description
კლინიკა "მედ დიაგნოსტიკა" პაციენტებს სთავაზობს ამბულატორიულ სერვისს და მაღალი გარჩევადობის დიაგნოსტიკურ აპარატურას, იგი დაკომპლექტებულია კვალიფიციური სამედიცინო პერსონალით, რომელიც უზრუნველყოფს სამედიცინო კვლევების მაღალ დიაგნოსტიკურ სიზუსტეს და შედეგების სანდოობას. შპს "მედ დიაგნოსტიკა" გამოცდილ და მოტივირებულ პროგრამული უზრუნველყოფისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ხელმძღვანელს , რომელიც პასუხისმგებელი იქნება კლინიკის სრული IT ინფრასტრუქტურის, პროგრამული სისტემებისა და ციფრული პროდუქტების მართვაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი, კონსტანტინე ჩაჩავას #4; სამუშაო განაკვეთი: სრული; ანაზღაურება: ანაზღაურება განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით; ფუნქცია-მოვალეობები: ** კლინიკაში არსებული სამედიცინო პროგრამების - WebMed-ისა და Lisi-ის ადმინისტრირება, განვითარება და უწყვეტი ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ** პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა, ინტეგრაცია და ოპტიმიზაცია კლინიკის საჭიროებების შესაბამისად; ** კლინიკის სერვერების, ქსელური ინფრასტრუქტურის, როუტერებისა და მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება და მონიტორინგი; ** ინფორმაციული უსაფრთხოების, მონაცემთა დაცვისა და სარეზერვო სისტემების (Backup & Disaster Recovery) დანერგვა და მართვა; ** კომპიუტერული ტექნიკის, სამუშაო სადგურებისა და ქსელური მოწყობილობების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ** კლინიკის ვებგვერდის შექმნა, ადმინისტრირება, განვითარება და ტექნიკური მხარდაჭერა; ** ახალი ციფრული პროდუქტებისა და ონლაინ სერვისების დანერგვა, მათ შორის პაციენტთა პორტალის, ონლაინ დაჯავშნისა და სხვა სისტემების განვითარება; ** IT სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება კლინიკის ბიზნეს მიზნების შესაბამისად; ** პროგრამული უზრუნველყოფის მომწოდებლებთან და გარე IT კომპანიებთან ურთიერთობის მართვა; ** ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება, სისტემების განახლებისა და ლიცენზიების მართვა; ** IT რისკების შეფასება და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა; ** მომხმარებელთა ტექნიკური მხარდაჭერის ორგანიზება და თანამშრომლებისთვის IT ტრენინგების ჩატარება; ** ახალი ტექნოლოგიების კვლევა და ინოვაციური გადაწყვეტილებების დანერგვა კლინიკის საქმიანობის ეფექტიანობის გასაზრდელად. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების, კომპიუტერული მეცნიერებების ან მონათესავე მიმართულებით; ** IT ინფრასტრუქტურისა და პროგრამული უზრუნველყოფის მართვის არანაკლებ 3-5 წლიანი გამოცდილება; ** სერვერების, ქსელური სისტემების, როუტერებისა და მონაცემთა ბაზების ადმინისტრირების გამოცდილება; ** ვებ-დეველოპმენტის, სისტემური ინტეგრაციისა და კიბერუსაფრთხოების ცოდნა; ** სამედიცინო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად; ** პროექტების მართვისა და გუნდური მუშაობის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი. პიროვნული თვისებები: ** ორგანიზებული; ** დეტალებზე ორიენტირებული; ** ანალიტიკური აზროვნების უნარი; ** კომუნიკაბელური; შერჩევის ეტაპები: ** რეზიუმეს გადარჩევა ** ინდივიდუალური გასაუბრება ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად უნდა გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე: [email protected] . გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და თქვენთვის მისაღები გრაფიკი. გაცნობებთ, რომ "შპს მედ-დიაგნოსტიკა" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.