TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / Financial Assistant

Financial Assistant

Dreamland Oasis Chakvi Tbilisi, Georgia
Posted Jul 13, 2026 23h ago

Job description

"Dreamland Oasis Chakvi" წარმოადგენს საქართველოში პირველ, პრემიუმ კლასის დასასვენებელ და საცხოვრებელ კომპლექსს, რომელიც მდებარეობს დაბა ჩაქვში, აჭარის ულამაზეს მთიანეთსა და შავი ზღვის სანაპიროს შორის. კომპლექსი აერთიანებს პრემიუმ კატეგორიის სასტუმროს, საცხოვრებელ აპარტამენტებს, ასევე გართობისა და დასვენებისათვის განკუთვნილ სივრცეებს. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ონლაინ პლატფორმებს: · https://www.linkedin.com/company/4870928/admin/ · https://www.facebook.com/dreamlandoasishotel/?ref=pages_you_manage · https://www.instagram.com/dreamlandoasis_chakvi/ კომპანია აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ასისტენტის პოზიციაზე სამუშაო გრაფიკი - სრული სამუშაო ადგილი - ჩაქვი უშუალო ხელმძღვანელი - ფინანსური დირექტორი ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: · ფინანსური დეპარტამენტის ყოველდღიური საქმიანობის მხარდაჭერა და ფინანსური პროცესების კოორდინაციაში მონაწილეობა; · ფინანსური მონაცემების შეგროვება, დამუშავება და სისტემატიზაცია სხვადასხვა მიმართულებიდან; · პირველადი ფინანსური ინფორმაციის გადამოწმება და შესაბამის სისტემებში ასახვის პროცესში მონაწილეობა; · ფინანსური ანგარიშგებებისა და ანალიტიკური რეპორტების მომზადებაში დახმარება; · შემოსავლებისა და ხარჯების მონაცემების დამუშავება და ანალიზისთვის მომზადება; · ინვოისების, ხარჯების დოკუმენტაციისა და ფინანსური ოპერაციების ადმინისტრაციული მხარდაჭერა; · ბიუჯეტის შესრულების მონიტორინგის პროცესში მონაწილეობა და საჭირო მონაცემების მომზადება; · ყოველდღიური/ყოველთვიური ფინანსური მონაცემების განახლება და კონტროლი; · ფინანსურ სისტემებში (ERP/Accounting Software) მონაცემების შეყვანა და ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობა; · ფინანსურ გუნდთან, ბუღალტერიასთან და სხვა დეპარტამენტებთან თანამშრომლობა საჭირო ინფორმაციის დროულად მიღების მიზნით; · ფინანსური პროცესების გაუმჯობესებისა და ავტომატიზაციის ინიციატივებში მონაწილეობა. საჭირო კვალიფიკაცია, ცოდნა, თვისებები & უნარები · უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსი ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან დაკავშირებულ სფეროში; · ფინანსურ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; · Excel-ის კარგი ცოდნა (ფორმულები, ცხრილები, მონაცემების დამუშავება); · ციფრებთან მუშაობის უნარი და ანალიტიკური აზროვნება; · დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი; · ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი; · ახალი ცოდნის მიღებისა და პროფესიული განვითარების სურვილი; · ფინანსურ პროგრამებთან/ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; · ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. შერჩევის ეტაპები: 1. განაცხადების გადარჩევა 2. გასაუბრება დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ფინანსური ასისტენტი“. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას! აპლიკანტის ინფორმირება მე, როგორც აპლიკანტი, ჩემი სააპლიკაციო განაცხადის ან/და რეზიუმეს (CV) შპს “დრიმლენდ ოაზისი”-ს ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნით ვადასტურებ, რომ შპს „დრიმლენდ ოაზისი“-ს მხრიდან ინფორმირებული ვარ შემდეგზე: 1. ჩემ მიერ მიწოდებულ პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს შპს „დრიმლენდ ოაზისი“ (ტელ: 032 247 22 33). 2. ჩემი პერსონალური მონაცემები, შპს „დრიმლენდ ოაზისი“-ს მიერ მუშავდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, მათ შორის აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ (ჩემთან გარიგების დასადებად) და „კ“ (ჩემი რეზიუმეს განსახილველად) ქვეპუნქტების საფუძველზე, ჩემთან სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით. 3. ჩემ მიერ პერსონალური მონაცემების მიწოდება სავალდებულოა/აუცილებელია ჩემი კანდიდატურის განსახილველად, ხოლო, მიუწოდებლობა წარმოადგენს შპს „დრიმლენდ ოაზისი“-ს მიერ ჩემი კანდიდატურის განხილვაზე უარის თქმის საფუძველს. 4. შპს „დრიმლენდ ოაზისი“-ს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერია შპს „დატაპრო“ (ტელ: +995 595 018 956). 5. ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესში ჩართულია იმ დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელსაც ეკუთვნის ვაკანსია და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ის თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული შერჩევის პროცესში. თითოეულ მათგანს გაცნობიერებული აქვს პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობა და ნაკისრი აქვს მათი დაცვის ვალდებულება. 6. შპს „დრიმლენდ ოაზისი“ არ გეგმავს ჩემი პერსონალური მონაცემების სხვა პირებისათვის გადაცემას, მათ შორის საერთაშორისო გადაცემას. 7. ჩემი პერსონალური მონაცემები ინახება ჩემ მიერ მისი მიწოდებიდან არაუმეტეს 1 (ერთი) წლისა, ხოლო, ჩემთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, მიღებული იქნება დამატებითი გადაწყვეტილება ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადებთან დაკავშირებით. 8. მაქვს შემდეგი უფლებები: მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება; მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების მოთხოვნის უფლება; მონაცემების დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების მოთხოვნის უფლება; მონაცემთა დაბლოკვის მოთხოვნის უფლება; მონაცემთა გადატანის მოთხოვნის უფლება; თანხმობის გამოხმობის უფლება; „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩემი უფლებების და აღნიშნული კანონით დადგენილი წესების შპს „დრიმლენდ ოაზისი“-ს მიერ დარღვევის შემთხვევაში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ან სასამართლოში გასაჩივრების უფლება.