Full stack Laravel / React developer
Job description
"Webapp" აცხადებს ვაკანსიას Full stack Laravel / React დეველოპერის თანამდებობაზე. პოზიციის შესახებ: Webapp არის ერთ-ერთი წამყვანი ქართული ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც ავითარებს კომპლექსურ B2B SaaS ეკოსისტემას (CRM, ERP, SalesApp) სხვადასხვა ბიზნეს სექტორისთვის. ვეძებთ გამოცდილ დეველოპერს, რომელსაც შეუძლია არსებული სისტემის ლოგიკის გააზრება, პრობლემის სწორად დანახვა და საუკეთესო გადაწყვეტილებების შემოთავაზება. ძირითადი მოთხოვნები: ** ტექნოლოგიები: პროგრამულ უზრუნველყოფაზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება და Laravel-ის, React-ის კარგი ცოდნა. ** კოდი და არქიტექტურა: მიმდინარე პროდუქტებისთვის სუფთა კოდის წერა, არსებული კოდის წაკითხვის, გაანალიზებისა და გაუმჯობესების უნარი. ** Solution-oriented მიდგომა: პრობლემების დამოუკიდებლად გააზრების და მათი ეფექტური გადაწყვეტის გზების შეთავაზების უნარი. ** აზროვნება და კოორდინაცია: რთული სისტემური ლოგიკის სწრაფად ათვისება, გუნდში მუშაობის, ტექნიკური გადაწყვეტილებების არგუმენტირებულად წარდგენის, Code Review-სა და კოორდინატორთან/ანალიტიკოსებთან მჭიდრო კომუნიკაციის უნარი. სასურველია: ** კომპლექსურ ბიზნეს სისტემებზე (CRM, ERP) მუშაობის გამოცდილება; ** API-ებთან, ინტეგრაციებთან და მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება. რას გთავაზობთ: ** მოქნილი ანაზღაურება: კონკურენტულ ფიქსირებულ ხელფასს გამოცდილებიდან გამომდინარე. ** პროექტები და ზრდა: სხვადასხვა საინტერესო და რეალურ ბიზნესზე მორგებულ პროექტებზე მუშაობის საშუალებას და პროფესიული განვითარების რეალურ შესაძლებლობას. ** სამუშაო გარემო: გამოცდილ გუნდთან ერთად მუშაობას და გარემოს, სადაც ინიციატივა, პასუხისმგებლობა და სწორი ტექნიკური აზროვნება განსაკუთრებულად ფასდება. დამატებითი ინფორმაცია: ** ადგილმდებარეობა: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას 57. ** განაკვეთი: სრული ** სამუშაო საათები: 10:00 - 19:00 ** მოსალოდნელი ანაზღაურება: 2000 -3000 ლარი გამოცდილების მიხედვით. დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე: [email protected] , სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. რეზიუმეს მიღების ბოლო ვადაა: 15 აგვისტო. გისურვებთ წარმატებას აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანია "დიჯითალ ტექნოლოგიებმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.