გამყიდველ-კონსულტანტი
Job description
შპს „შტორმ ვეიპ შოპი“ ეძებს გამყიდველ-კონსულტანტს გონიოში . სამუშაო არ არის რთული. სამუშაო გარემო მშვიდია, ხოლო ძირითადი დატვირთვა არის მაშინ, როდესაც მაღაზიაში მომხმარებელი შემოდის. თანამშრომლის მთავარი მოვალეობაა მომხმარებლების მომსახურება და მათთვის პროდუქციის შერჩევაში დახმარება. ძირითადი მოვალეობები: მომხმარებლების თავაზიანი მიღება და კონსულტაცია; პროდუქციის შერჩევაში დახმარება; პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება; გაყიდვების განხორციელება და სალაროსთან მუშაობა; პროდუქციის თაროებზე სწორად განთავსება; პროდუქციის რაოდენობის პერიოდული შემოწმება; საჭიროების შემთხვევაში ახალი პროდუქციის მიღება და განთავსება. მოთხოვნები: ქართული ენის ცოდნა სავალდებულოა; რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; პასუხისმგებლობა და პუნქტუალურობა; მომხმარებლებთან თავაზიანი კომუნიკაციის უნარი; ყურადღება და მოწესრიგებულობა; სწავლის სურვილი; სამუშაო გამოცდილება არ არის აუცილებელი — ყველაფერს ადგილზე შევასწავლით. ჩვენ გთავაზობთ: მარტივ და არართულ სამუშაოს; მშვიდ და კომფორტულ სამუშაო გარემოს; ადგილზე სწავლებას; სტაბილურ სამუშაოს; მეგობრულ დამოკიდებულებას. სამუშაო ადგილი: გონიო სამუშაო გრაფიკი: ყოველდღე, 12:00-დან 20:00 საათამდე ანაზღაურება: შეთანხმებით, გასაუბრების დროს დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected] ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 597 635 005