გამყვანი ტურიზმის მენეჯერი
Job description
ტურისტული კომპანია " ტოპ-თრეველი " აცხადებს ვაკანსიას გამყვანი ტურიზმის მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაოს აღწერა / მოვალეობები: ** გამყვანი ტურების დაგეგმვა და ორგანიზება მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით; ** ინდივიდუალური და ჯგუფური ტურისტული პაკეტების შექმნა; ** ავიაბილეთების, სასტუმროების, ტრანსფერისა და ექსკურსიების ორგანიზება; ** ინდივიდუალური ტურების შეთავაზება კლიენტის მოთხოვნებზე მორგებით; ** ტურების კალკულაცია და ფასების შემუშავება; ** კლიენტებთან კონსულტაცია და გაყიდვების პროცესი; ** უცხოელ პარტნიორებთან და მომწოდებლებთან კომუნიკაცია; ** ჯავშნების მართვა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება; ** ტურისტების მხარდაჭერა და შეკითხვების/პრობლემური ქეისების შემთხვევაში დროული რეაგირება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა (დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად); ** კომუნიკაბელურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა და დროის მართვის უნარი; ** MS Office ის ცოდნა. გრაფიკი: ** ორშაბათი-პარასკევი 11:00-19:00 ** შაბათი 11:00-15:00 დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ქართულ ან ინგლისურ ენაზე მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] 21 აგვისტოს ჩათვლით . გთხოვთ, subject-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.