TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / განვადების ოფიცერი

განვადების ოფიცერი

კრედო ბანკი სენაკი ქართული
Posted Aug 04, 2026 20h ago apply by Aug 24, 2026

Job description

კრედო ბანკი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - განვადების ოფიცერი დამსაქმებელი:სს კრედო ბანკი პოზიცია: განვადების ოფიცერი სამუშაო ადგილი: სენაკი კრედო ბანკი 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, ასამდე ფილიალით არის წარმოდგენილი. კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში. კრედო ბანკის მისიაა ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს, მათ დასაქმებულებსა და ოჯახის წევრებს უკეთესი მომავლის შექმნაში. #ჩვენვქმნითშესაძლებლობებს ჩვენ გვჯერა, რომ საუკეთესო შედეგი გუნდურობით და ერთმანეთის მხარდაჭერით მიიღწევა #ჩვენიძალაგუნდურობაშია ჩვენ გთავაზობთ: პოზიტიურ, გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს; სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს; პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს; კორპორატიულ ღონისძიებებს; ჯანმრთელობის დაზღვევას; წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტის თანადაფინანსებას. გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ, კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედო ბანკის ღირებულებებს. მოკლე მიმოხილვა: კრედო ბანკი არის ერთ-ერთი პირველი ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში, რომელმაც მომხმარებლებს განვადებით საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენის შესაძლებლობა შესთავაზა. დღეს, ჩვენ მყარად ვიკავებთ ლიდერ პოზიციას ქვეყნის განვადების ბაზარზე, 55%-იანი წილით. ყოველთვიურად გაიცემა რამდენიმე ათეული მილიონი ლარის საგანვადებო პროდუქტი, რაც განვადების ოფიცრებს საშუალებას აძლევს, ფიქსირებული ანაზღაურების გარდა, მიიღონ მაღალი ბონუსი. სამუშაოს აღწერა: კრედოს საგანვადებო პროდუქტების ეფექტური გაყიდვა და პრომოუშენი როგორც კრედოს კონტრაქტორ მაღაზიებში, ისე მის ფარგლებს გარეთ; საგანვადებო პრუდუქტის დამუშავებისა და გაცემის სრული ციკლის მართვა; კლინეტის ინფორმირება და მაღალი მომსახურების შეთავაზება; კვირაში ერთხელ მის მიერ შედგენილი დოკუმენტაციის ფილიალში მიწოდების უზრუნველყოფა; კომპეტენციის ფარგლებში, საბანკო პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარი: საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა; ეფექტური კომუნიკაციის უნარი; დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი; პასუხისმგებლობისა და კორექტულობის გრძნობა; აქტიური და დეტალების მიმართ ყურადღებიანი; სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი; დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით. შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი კრედოს განვითარების ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპზე, შეიტანე შენი კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან ერთად! შენიშვნა:თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. #გახდიკრედოელი