TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / გაყიდვების ანალიტიკოსი

გაყიდვების ანალიტიკოსი

მზიური თბილისი ქართული
Posted Aug 05, 2026 20h ago apply by Sep 03, 2026

Job description

საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების ( ოლეინა, ლინდტი, ჰაგისი და სხვა) დისტრიბიუტორს საქართველოში აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში გაყიდვების ანალიტიკოსის თანამდებობაზე: ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ყოველთვიური/წლიური/კვარტლური გაყიდვების რეპორტის მომზადება; მიმდინარე პრომო აქციების მონიტორინგი, კონტროლი და ეფეტურობის შეფასება, ანალიტიკა; დისტრიბუციის ეფექტურობის რეპორტი უბნების, გაყიდვების არხების, პორტფელის და ბრენდების მიხედვით, მისი ანალიტიკა; კონკურენტების ფასების ანალიზი; ზემდგომი მენეჯერების მხრიდან მიღებული დავალებების შესრულება; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების განხრით; სავაჭრო ან მსგავს სფეროში სასურველია( არა აუცილებელი) 1 წლიანი გამოცდილება. Excel-ის უმაღლეს დონეზე ფლობა - შეფასდება მარტივი ტესტირებით; სასურველია 1 С ოპერაციული სისტემის გამოცდილება. ინგლისური (აუცილებელი) - რუსული(სასურველი) სხვა უნარები: დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი; დროის მართვის და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი; პასუხისმგებლობის მაღალი დონე. სამუშაო პირობები: სრული განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00; ანაზღაურება 1500 - დან გამოცდილების შესაბამისად. მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზ. N 113დ. ჯანმრთელობის დაზღვევა. FitPass დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] შენიშვნა: წერილის სათაურის ველში, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება - „გაყიდვების - ანალიტიკოსი“ მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს „მზიური, საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 11 55. მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის; სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად; ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ; მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს „მზიური-ს“ ადამიანური რესურსების სამსახური; მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა; ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე; ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ - მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება; მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების , განახლებისა და შევსების უფლება; მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება; წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება; მონაცემთა გადატანის უფლება; ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები; თანხმობის გამოხმობის უფლება; გასაჩივრების უფლება’ შპს „მზიური“ თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."