TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ოპტიკური ქსელის ტექნიკოსი

ოპტიკური ქსელის ტექნიკოსი

ჯინეტი ქუთაისი ქართული
Posted Aug 05, 2026 20h ago apply by Sep 02, 2026

Job description

ჯინეტი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ოპტიკური ქსელის ტექნიკოსი (შემოსავლიანი პოზიცია 1000₾+) დამსაქმებელი: GE NET (ჯინეტი) სამუშაო ადგილი: ქუთაისი განაკვეთი: სრული სამუშაოს აღწერილობა: მაგისტრალური და სააბონენტო ოპტიკური ქსელის მონტაჟი; ახალი აბონენტების ჩართვა; დროფ კაბელის დამაგრება და აბონენტამდე მიყვანა; ტექნიკური დავალებების შესრულება დადგენილ ვადებში; ქსელში არსებული ხარვეზების დიაგნოსტიკა და აღმოფხვრა; მომხმარებელთან პროფესიული კომუნიკაცია და სამუშაოს ხარისხიანი დასრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია ოპტიკურ კაბელთან მუშაობის გამოცდილება; სასურველია B კატეგორიის მართვის მოწმობა; ტექნიკური აზროვნება და პასუხისმგებლობის მაღალი დონე. ანაზღაურება (შედეგზე დაფუძნებული სისტემა): თვიური შემოსავალი იწყება 1000 ლარიდან და აქტიური მუშაობის შემთხვევაში აღწევს 1900 ლარს და მეტსაც (ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი + სატრანსპორტო კომპენსაცია, შესრულებული სამუშაოს მოცულობის მიხედვით); გამოსაცდელი ვადის პერიოდში: ფიქსირებული 900 ლარი (3 თვე); გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ: ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსი; საკუთარი ავტომობილის გამოყენების შემთხვევაში: დამატებით 500 ლარი სატრანსპორტო კომპენსაცია;** ბონუს სისტემა: მაგისტრალური ოპტიკური კაბელის მონტაჟი/დაჭიმვა – 0.10 ლარი მეტრზე; ფიზიკური პირის ინსტალაცია – 5 ლარი; იურიდიული პირის ინსტალაცია – 10 ლარი; ბიზნეს მომხმარებლის მოძიებისა და წარმატებით ჩართვის შემთხვევაში, თანამშრომლის ინიციატივა და კომუნიკაციური უნარი წახალისდება ბონუსით — დაერიცხება 1 თვის სააბონენტო გადასახადის სრული ოდენობა, მომხმარებლის მიერ არჩეული პაკეტის შესაბამისად.** მნიშვნელოვანი პირობა: ინსტალაცია ჩაითვლება დასრულებულად მხოლოდ ტექნიკური სტანდარტის და ხარისხის კონტროლის შემდგომ; არასწორი მონტაჟის შედეგად წარმოქმნილი ხარვეზის აღმოფხვრა განხორციელდება დამატებითი ანაზღაურების გარეშე. დამატებითი ინფორმაცია: კომპანია უზრუნველყოფს პროფესიულ განვითარებას და სტაბილურ თანამშრომლობას; ვეძებთ პასუხისმგებელ და გრძელვადიან თანამშრომლობაზე ორიენტირებულ კანდიდატს. ეს პოზიცია არ არის დროებითი ან შემთხვევითი დასაქმებისთვის. გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] . გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - “ოპტიკური ქსელის ტექნიკოსი"