გაყიდვების არხებისა და ბიზნესის განვითარების მენეჯერი
Job description
სს „ რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია “ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების არხებისა და ბიზნესის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე. სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ - ინოვატორული ხედვის მქონე რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან სადაზღვევო პროდუქტებსა და საერთაშორისო სტანდარტის მომსახურებას სთავაზობს. დეტალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ გთხოვთ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე: www.benefits.ge მისამართი: 0108 თბილისი, გ. ჭანტურიას ქ. №5 სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 09:30 – 18:30 ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა: კომპანიის გაყიდვების მრავალარხიანი სტრატეგიის (პირდაპირი გაყიდვები, პარტნიორული ქსელი, ონლაინ პლატფორმები და კორპორატიული გაყიდვები) დაგეგმვა, განვითარება და მართვა; თითოეული გაყიდვების არხისთვის მიზნებისა და KPI-ების განსაზღვრა, შესრულების მონიტორინგი და ზრდის უზრუნველყოფა; ახალი სტრატეგიული პარტნიორების მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება და გრძელვადიანი თანამშრომლობის განვითარება; კორპორატიულ ორგანიზაციებთან, ბანკებთან, ტურისტულ სააგენტოებთან, აფილირებულ პარტნიორებთან და სხვა ბიზნეს სუბიექტებთან თანამშრომლობის განვითარება; კომპანიის ძირითადი სადაზღვევო პროდუქტების (ჯანმრთელობის, სამოგზაურო, ავტო და ქონების დაზღვევა) ბიზნეს განვითარების პროექტების ინიცირება და განხორციელება; ახალი პროდუქტებისა და კომერციული ინიციატივების დანერგვის მხარდაჭერა; მარკეტინგისა და ციფრული არხების გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობა ეფექტური გაყიდვების კამპანიების დაგეგმვის მიზნით; კომერციულ და ბიზნესის განვითარების დირექტორთან ერთად წლიური გაყიდვებისა და განვითარების გეგმების მომზადება; კორპორატიული კლიენტებისა და პარტნიორებისთვის კომერციული შეთავაზებების, პრეზენტაციებისა და ბიზნეს-ქეისების მომზადება; შიდა დეპარტამენტებთან (ანდერრაითინგი, ოპერაციები, მარკეტინგი) ეფექტური კოორდინაცია; ბაზრის, კონკურენტული გარემოსა და მომხმარებელთა მოთხოვნების ანალიზი; გაყიდვების არხების, პარტნიორებისა და ბიზნეს განვითარების შედეგების ანალიზი, ანგარიშგება და ხელმძღვანელობისთვის რეკომენდაციების მომზადება; ბიზნეს განვითარების პროექტებისა და პარტნიორული პროგრამების ეფექტიანობის შეფასება (ROI). რას ვითხოვთ: უმაღლეს განათლებას ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის, მენეჯმენტის მიმართულებით; მინიმუმ 3–5 წლიანი გამოცდილებას გაყიდვების, ბიზნესის განვითარების ან პარტნიორული არხების მართვის მიმართულებით; უპირატესობა მიენიჭება დაზღვევის, საბანკო, ფინანსური სექტორში მუშაობის გამოცდილებას; სტრატეგიული აზროვნებას და ბიზნეს შესაძლებლობების იდენტიფიცირების უნარს; მოლაპარაკებების, პრეზენტაციისა და კომუნიკაციის უნარებს; MS Office-ის (განსაკუთრებით Excel და PowerPoint) კარგ ცოდნას; უცხო ენების ფლობას (მინიმალური დონე B1/B2); საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნას. რას გთავაზობთ: საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს; მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს; ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან; პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას; ფიქსირებულ ანაზღაურებას და კვარტალურ KPI და შედეგზე მიბმულ ბონუსს; ჯანმრთელობის დაზღვევას; ულიმიტო სასაუბრო დროს; გამოსაცდელი ვადის წარმატებით გასვლის შემდეგ ყოველ კვარტალში 1 თავისუფალ სამუშაო დღეს (Day Off); კომპანიის მიერ ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას; ფულად კომპენსაციას 500-800 ლარის ოდენობით განსაკუთრებულ შემთხვევებში; დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადახვიდეთ ლინკზე და გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე: https://benefits.selfrecruit.ge/s/FfAhT გისურვებთ წარმატებას!