TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

კომპანია რუსთავი ქართული
Posted Jul 09, 2026 1 day ago apply by Aug 07, 2026

Job description

წარმატებული ქართული კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე თუ გაქვთ გაყიდვების სტრატეგიული მართვის, ბიზნესის განვითარების და გუნდის ხელმძღვანელობის გამოცდილება, გიწვევთ შემოუერთდეთ პროფესიონალთა გუნდს. ძირითადი მოვალეობები გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება, დანერგვა და შესრულების მართვა; გაყიდვების ანალიტიკის წარმოება, გაყიდვების შედეგების შეფასება და პროგნოზირება; გაყიდვების გეგმებისა და ბიუჯეტის მომზადება, შესრულების კონტროლი და შედეგების ანალიზი; ახალი კლიენტებისა და ბიზნესპარტნიორების მოძიება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე; მოლაპარაკებების წარმოება და გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების განვითარება; გაყიდვების პროცესების, სტანდარტებისა და სამუშაო სისტემების შექმნა და გაუმჯობესება; დეპარტამენტის საქმიანობის ეფექტიანობის ზრდაზე ორიენტირებული პროცესების დანერგვა; გაყიდვების გუნდის დაკომპლექტება, მართვა, სწავლება, მოტივაცია და შედეგების შეფასება; თანამშრომლების საქმიანობის დაგეგმვა, დავალებების განაწილება და შესრულების კონტროლი; კომპანიის გაყიდვების მიზნების შესრულების უზრუნველყოფა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება; გუნდის მართვის პრაქტიკული გამოცდილება; B2B გაყიდვების პრინციპებისა და ბიზნესგანვითარების პროცესების ცოდნა; CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება; ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე; დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან სხვა შესაბამის სფეროში. პიროვნული უნარები შედეგზე ორიენტირებულობა; ლიდერული და მმართველობითი უნარები; ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი; ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება; გადაწყვეტილებების მიღების უნარი; ინიციატივიანობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა; გუნდური მუშაობისა და თანამშრომელთა განვითარების უნარი. ჩვენ გთავაზობთ სრული განაკვეთი; კონკურენტულ ანაზღაურებას და შედეგებზე დაფუძნებულ ბონუსურ სისტემას; ჯანმრთელობის დაზღვევას; პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას; სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად ელ.ფოსტაზე: [email protected] ელფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ: „გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი“. გმადლობთ დაინტერესებისთვის. მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით.