გაყიდვების დირექტორი
Job description
Advanced Audit & Consulting Company (AACC) არის ბიზნეს პროცესების აუთსორსინგისა და საკონსულტაციო მომსახურების წამყვანი კომპანია, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს სთავაზობს როგორც თანამშრომელთა აუთსორსინგს, ასევე ერთჯერად/მრავალჯერად სერვისებს ბიზნესის სრული ოპერაციული მხარდაჭერის ფარგლებში. "AACC" უზრუნველყოფს კომპლექსურ მომსახურებას მაღალი ხარისხის სტანდარტებით, მათ შორის: ** HR სერვისები - ტოპ პოზიციების რეკრუტინგი და Headhunting, HR აუდიტი, HR ადმინისტრირება და სხვა; ** ფინანსური და საგადასახადო მომსახურება - ბუღალტერია, ფინანსური მენეჯმენტი, საგადასახადო აუდიტი და სხვა; ** იურიდიული მხარდაჭერა - შრომითი და კორპორაციული სამართალი, შრომის ინსპექციასთან ურთიერთობისა და რისკების მართვა, სხვა; ** IT სერვისები - ქსელური ინჟინერია, სისტემური ადმინისტრირება და ტექნიკური მხარდაჭერა; ** Event & Corporate Services - საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ კორპორაციული ღონისძიებებისა და Team-Building პროგრამების სრული ციკლის დაგეგმვა/მართვა/აღსრულება. კომპანიის პორტფელში შედის ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის წამყვანი კომპანიები: Sharm Trading, სუფთა სახლი, GDCC, VitrA Georgia, Shaba, Geostar, Unilever CCA, Logistics Company და სხვა. დამატებითი ინფორმაცია: http://www.aacc.ge/ Startup კომპანიისთვის, რომელიც Household და FMCG სექტორში ახალ Retail ქსელს ავითარებს, ვეძებთ Retail Sales Director -ს. ვეძებთ გამოცდილ კომერციულ ლიდერს, რომელიც აქტიურად ჩაერთვება ახალი საცალო ქსელის ჩამოყალიბებაში, გაყიდვების სტრატეგიის განსაზღვრაში, ქსელის განვითარების პროცესსა და კომერციული შედეგების მართვაში. ძირითადი პასუხისმგებლობები ** Retail Startup პროექტის ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესში აქტიური ჩართულობა, კომპეტენციის ფარგლებში პროცესების მართვა და კოორდინაცია; ** ადგილობრივი და საერთაშორისო მომწოდებლების მოძიება, პირველადი კომუნიკაციის დამყარება და გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების განვითარება; ** საბითუმო ბაზრობების, სავაჭრო ცენტრებისა და მომწოდებლების რეგულარული მოძიება საქართველოში და საჭიროების შემთხვევაში - საზღვარგარეთ; ** პროდუქციის ასორტიმენტის შერჩევა, ფასების კვლევა და კომერციული პირობების შეთანხმება მომწოდებლებთან; ** ფასებზე, ფასდაკლებებსა და მიწოდების პირობებზე ეფექტური მოლაპარაკებების წარმოება; ** ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული ახალი ბრენდებისა და პროდუქციის მოძიება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე; ** პროდუქციის შესყიდვის, მიწოდებისა და მარაგების პროცესის კოორდინაცია შესაბამის დეპარტამენტებთან; ** საწყობის, ლოგისტიკის, მარკეტინგის და ფინანსურ გუნდებთან კოორდინირებული თანამშრომლობა; ** ახალი სავაჭრო ობიექტების გახსნის პროცესში აქტიური მონაწილეობა, მათ შორის პროდუქციის შერჩევის, მომარაგებისა და საოპერაციო პროცესების კოორდინაცია; ** ბაზრის, კონკურენტული გარემოსა და ფასების მუდმივი მონიტორინგი; ** პარტნიორებთან შეხვედრების დაგეგმვა, მოლაპარაკებების წარმართვა და თანამშრომლობის პირობების შეთანხმება; ** საჭიროების შემთხვევაში მივლინებებში მონაწილეობა საქართველოში და საზღვარგარეთ. განიხილება კანდიდატები, რომლებიც ფლობენ ** Retail გაყიდვების მართვის მენეჯერულ გამოცდილებას; ** Household, FMCG, Non-Food/Food Retail ან სადისტრიბუციო სექტორში მუშაობის გამოცდილებას; ** მომწოდებლებთან მოლაპარაკებებისა და კომერციული პარტნიორობის განვითარების პრაქტიკულ გამოცდილებას; ** გაყიდვების დაგეგმვის, KPI-ებისა და ბიზნეს ანალიტიკის გამოცდილებას; ** ინგლისური და რუსული ენების სამუშაო დონეზე ცოდნას; ** მზადყოფნას საქართველოში და საჭიროების შემთხვევაში საზღვარგარეთ მივლინებებისთვის. სხვა სექტორების კანდიდატები არ განიხილებიან. პრიორიტეტულად განიხილება გამოცდილება Household, FMCG, Non-Food / Food Retail ან სადისტრიბუციო კომპანიებში. კომპანია გთავაზობთ ** შესაძლებლობას, გახდეთ ახალი Retail ქსელის განვითარების ერთ-ერთი მთავარი ლიდერი; ** შესაძლებლობას, რომ უშუალოდ მიიღოთ მონაწილეობა ბიზნესის ზრდისა და კომერციული მიმართულების ჩამოყალიბებაში; ** დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებისა და საკუთარი გუნდის განვითარების შესაძლებლობას; ** კონკურენტულ ანაზღაურებას - კანდიდატის სახელფასო მოლოდინს განვიხილავთ ინდივიდუალურად; პოზიციის ბიუჯეტი არის მოლაპარაკებადი და დამოკიდებულია გამოცდილებასა და კომპეტენციებზე. რეზიუმეების წარდგენის დედლაინი: 30 ივლისი, 2026. ანაზღაურება და პირობები: სამუშაო პირობები, მათ შორის ანაზღაურება, შეთანხმდება კანდიდატთან პირველივე სატელეფონო გასაუბრების ფარგლებში. დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, შეავსოთ შემდეგი აპლიკაცია: https://shorturl.at/oJ4gl