TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / გაყიდვების განვითარების სპეციალისტი

გაყიდვების განვითარების სპეციალისტი

UGT Georgia ქართული
Posted Jul 30, 2026 4 days ago apply by Aug 30, 2026

Job description

კომპანია " UGT " აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს აპლიკაციების სამსახურში, გაყიდვების განვითარების სპეციალისტის პოზიციაზე. კომპანიის შესახებ: "იუ-ჯი-თი" საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების სფეროს ლიდერია, რომელმაც საქმიანობა IT სფეროში ოცდაცხრა წლის წინ დაიწყო და დროთა განმავლობაში გააფართოვა მოქმედების არეალი. დღეისთვის, ჩვენ წარმატებით ვნერგავთ სხვადასხვა სექტორზე მორგებულ გადაწყვეტებს არა მხოლოდ კლასიკური IT მიმართულებით, არამედ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ელექტროობისა და შენობების მართვის, გადახდებისა და ნაღდი ფულის დამუშავების, ვიდეომონიტორინგის, მზის ენერგიისა და სხვა უახლესი ტექნოლოგიები. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** ბაზრის კვლევა და პოტენციური კლიენტების მოძიება/იდენტიფიცირება Cold Calling-ის, ელფოსტისა და LinkedIn/სოციალური ქსელების საშუალებით; ** გაცნობითი ზარებისა და შეხვედრების ორგანიზება; ** SAP-ის პროდუქტებისა და გადაწყვეტილებების საპრეზენტაციო მასალების მომზადება პოტენციური კლიენტებისთვის; ** პირველადი კომუნიკაციის ეტაპზე პროდუქტის/გადაწყვეტილების ძირითადი ღირებულებისა და უპირატესობების ეფექტურად წარდგენა; ** პოტენციური კლიენტების საბაზისო საჭიროებების ანალიზი და შესაბამისობის შემოწმება; ** დაინტერესებული მხარეების მოთხოვნების დამუშავება და შესაბამისი პროცესის მართვა მათი საჭიროებებისა და ბიუჯეტის გათვალისწინებით; ** აქტივობების, ლიდებისა და შესაძლებლობების აღრიცხვა CRM სისტემაში; ** ყოველკვირეული/ყოველთვიური ანგარიშგება ლიდების რაოდენობაზე, კონვერსიის მაჩვენებლებზე და Pipeline-ის მდგომარეობაზე; ** Pipeline-ის მეტრიკების მონიტორინგი და გაზიარება; ** მარკეტინგის გუნდთან კოორდინაცია კამპანიების ეფექტურობის შეფასებისა და შედეგებზე უკუკავშირის გაზიარების მიზნით; ** SAP-ის პროდუქტების, გადაწყვეტილებებისა და კონკურენტული პოზიციონირების შესახებ ცოდნის მუდმივი განახლება; ** ყოველთვიური/კვარტალური მიზნების შესრულება; ** გრძელვადიან პერსპექტივაში SAP პროდუქტებისა და სერვისების ბაზრის წილის ზრდაში წვლილის შეტანა; ** ხელმძღვანელის მიერ კომპეტენციის ფარგლებში დამატებითი ამოცანების შესრულება; პროფესიული უნარები/მოთხოვნები: ** გაყიდვების მეტრიკებისა და Pipeline-ის მართვის პრინციპების ცოდნა; ** ERP სისტემების ზოგადი პრინციპების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; განათლება: ** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, IT-ის ან შესაბამის სფეროში; ** სასურველია ტექნოლოგიური/ბიზნეს სისტემების მიმართულებით განათლება ან გამოცდილება; ენები: ** აუცილებელია ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა; სამუშაო გამოცდილება: ** CRM სისტემებში მუშაობის გამოცდილება; ** LinkedIn-ის და ციფრული გაყიდვების ინსტრუმენტების გამოყენება ჩაითვლება უპირატესობად; აუცილებელი უნარ-ჩვევები: ** ახალი ტექნოლოგიებისა და სისტემების სწრაფად ათვისების უნარი; ** როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდურად მუშაობის უნარი; ** ბიზნესპროცესებისა და მოთხოვნების ანალიზის უნარი; ** დროის ეფექტიანად მართვის უნარი; ** ინიციატივების გამოჩენის უნარი; დასაქმების პირობები: ** სამუშაო ადგილი: თბილისი; ** სამუშაო განაკვეთი: სრული; ბენეფიტები: ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** Fitpass; დამატებითი ინფორმაცია: დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი 30 აგვისტოს ჩათვლით . ამისათვის საჭიროა გადახვიდეთ მოცემულ ბმულზე, დარეგისტრირდეთ ჩვენს კარიერის საიტზე და გააკეთოთ განაცხადი: https://career.ugt.ge/job-invite/1261/ მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებებს!