TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / გაყიდვების ქოლცენტრის ოპერატორი

გაყიდვების ქოლცენტრის ოპერატორი

Infinity Solutions Georgia ქართული
Posted Jul 22, 2026 14h ago apply by Aug 22, 2026

Job description

მარკეტინგული კომპანია " Infinity Solutions " აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე. ვეძებთ კომუნიკაბელურ, ენერგიულ და შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომელს, რომელიც დაუკავშირდება პოტენციურ მომხმარებლებს, გააცნობს კომპანიის მომსახურებებს, გამოავლენს მათ საჭიროებებს და დაინტერესებულ პირებს გაუწევს პირველად კონსულტაციას. ძირითადი მოვალეობები: ** პოტენციურ კლიენტებთან აქტიური გამავალი ზარების განხორციელება ** მომხმარებლის საჭიროების სწორად განსაზღვრა და შესაბამისი შეთავაზების წარდგენა ** დაინტერესებული მომხმარებლების მონაცემების აღრიცხვა CRM სისტემაში ** მომხმარებლებთან განმეორებითი კომუნიკაცია და უკუკავშირის მიღება ** შეხვედრების ჩანიშვნა ** განსაზღვრული გაყიდვების გეგმისა და შედეგების შესრულებაზე მუშაობა ** ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული ყოველდღიური დავალებების შესრულება საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება აუცილებელია ** ქოლცენტრში, სატელეფონო გაყიდვებში ან ცივი ზარების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად ** მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმართვის უნარი ** გაყიდვებსა და კონკრეტული შედეგების მიღწევაზე ორიენტირებულობა ** უარისა და წინააღმდეგობების სწორად დამუშავების უნარი ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დისციპლინირებულობა და ორგანიზებულობა ** გუნდურად მუშაობის უნარი სამუშაო პირობები და ანაზღაურება: ** სამუშაო ადგილი - თბილისი, ვაკე, მიხეილ თამარაშვილის ქუჩა N 11ა ** სამუშაო ფორმატი - ოფისიდან ** სამუშაო დღეები - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ** სამუშაო საათები - 10:00 - დან 19:00 საათამდე ** ფიქსირებული ანაზღაურება - 1 000 ლარი ** დამატებითი ანაზღაურება - შედეგზე დაფუძნებული ბონუსები ქოლცენტრის ოპერატორი მიიღებს დამატებით 5%-იან ბონუსს ყველა წარმატებით დასრულებული გაყიდვიდან, რომლის პირველადი ინიციატორი თავად იქნება და რომლის ფარგლებშიც პოტენციური კლიენტი კომპანიასთან მისი კომუნიკაციის შედეგად დაიწყებს თანამშრომლობას. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელ-ფოსტაზე: [email protected] სათაურის ველში მიუთითეთ: "გაყიდვების ქოლცენტრის ოპერატორი". გისურვებთ წარმატებებს!