TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / გაყიდვების კონსულტანტი

გაყიდვების კონსულტანტი

ახალი ნათება Georgia ქართული
Posted Jul 21, 2026 1 day ago apply by Aug 21, 2026

Job description

"ახალი ნათება" არის ქართული კომპანია, რომელიც უკვე 26 წელია ქართულ ბაზარზე წარმატებით მოღვაწეობს და მომხმარებლებს სთავაზობს მსოფლიოში წამყვანი ბრენდების პროდუქციას განათების, ავეჯისა და აქსესუარების სფეროში. კომპანიაში ამჟამად დასაქმებულია 200-მდე თანამშრომელი და ფლობს 16 ფილიალს თბილისსა და რეგიონებში. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: www.newlight.ge კომპანია " ახალი ნათება" აცხადებს ვაკანსიას განათების გაყიდვების კონსულტანტის თანამდებობაზე ქ. თბილისში. ანაზღაურება: 1300-1700 ლარი (ძირითადი ხელფასისა და ბონუსის გათვალისწინებით) (გამოცდილების არ მქონე კანდიდატებს ექნებათ პირველი თვე ანაზღაურებადი სტაჟირება 700 ლარის ოდენობით). სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე. სამუშო საათები: დღეში 8 საათი, ცვლებში10:00-19:00 სთ ან 9:00-18:00 სთ, შუალედში 1 საათიანი შესვენებით. დამატებით გთავაზობთ: ** კომპანიის ხარჯით კერძო დაზღვევის პოლისით უზრუნველყოფას ** მეგობრულ და კეთილგანწყობილ სამუშო გარემოს ** ზრდისა და განვითარების პერსპექტივას ძირითადი მოვალეობები: ** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა; ** მომხმარებლებისათვის კვალიფიციური და გულისხმიერი მომსახურების გაწევა; ** იზრუნოს მაღაზიაში პროდუქციის სრულყოფილად წარმოჩენასა და დადგენილი სტანდარტებით განთავსებაზე. სასურველი უნარ-ჩვევები: ** მოწესრიგებული და კეთილგანწყობილი ** კომუნიკაბელური, ქართულ ენაზე გამართულად მეტყველების უნარით ** პუნქტუალური, მოტივირებული და ენერგიული ** სასურველია რუსული ან/ და ინგლისური ენების ცოდნა კომუნიკაციის დონეზე ** სასურველია გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, ელექტრონულ მისამართზე: [email protected] არაუგვიანეს 2026 წლის 21 აგვისტოსა და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება:, "გაყიდვების კონსულტანტი თბილისი". წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურებისა და თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ: ეთანხმებით, რომ შპს "ახალი ნათება" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას ჩვენს მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.