გაყიდვების კონსულტანტი
Job description
შპს "ჯეო ჰაუსი" არის ქართული კომპანია, რომელიც ქმნის თანამედროვე, მაღალი ხარისხის ინტერიერის კარებებს. ჩვენ ვაწარმოებთ შეკვეთით დამზადებულ პროდუქციას, რომელიც გამოირჩევა დახვეწილი დიზაინით, ხარისხიანი მასალებითა და ინდივიდუალურობით. "ჯეო ჰაუსი" ეძებს გაყიდვების კონსულტანტს თუ გაქვთ გაყიდვების სფეროში გამოცდილება, გიყვართ მომხმარებლებთან ურთიერთობა და გაინტერესებთ ინტერიერის დიზაინის სფერო, მოხარული ვიქნებით, თუ ჩვენს გუნდს შემოუერთდებით. ლოკაცია: დიდი დიღომი, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირი, 25 (დიმინოს შენობა) რას გთავაზობთ: ** ფიქსირებული ანაზღაურება 1000 ლარი + ბონუსები გაყიდვებიდან; ** უფასო კვება კომპანიისგან; ** 5-დღიანი სამუშაო კვირა (2 დასვენების დღე); ** სასიამოვნო და პროფესიონალური სამუშაო გარემო; ** კარიერული განვითარების შესაძლებლობა. ძირითადი მოვალეობები: ** შოურუმში მოსული მომხმარებლებისთვის კარების შესახებ დეტალური კონსულტაციის გაწევა; ** მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება; ** გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმართვა. ვეძებთ კანდიდატს, რომელიც: ** არის გამოცდილი გაყიდვების ან ავეჯის/ინტერიერის სფეროში; ** ფლობს რუსულ ენას; ** თავაზიანი კომუნიკაციის უნარებით გამოირჩევა. თუ ფიქრობთ, რომ ეს პოზიცია თქვენთვისაა, სიამოვნებით გავეცნობით თქვენს რეზიუმეს. CV შეგიძლიათ გამოგზავნოთ ელ. ფოსტაზე: [email protected] ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 597 997611. გისურვებთ წარმატებას!