გაყიდვების კონსულტანტი
Job description
კომპანია " კაბა " არის ქართული დიზაინერული ბრენდი, რომელიც უკვე მრავალი წელია, წარმატებით ოპერირებს ქართული მოდის ინდუსტრიაში. ბრენდს აქვს საკუთარი ტანსაცმლის საწარმო და მაღაზიების ქსელი თბილისსა და ბათუმში. მომხმარებლებს სთავაზობს მაღალი ხარისხის ტანისამოსსა და ექსკლუზიურ მომსახურებას. "კაბა" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა - მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, პროდუქტებთან დაკავშირებული ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება; ** სარეალიზაციო სივრცის მოწესრიგება; ** პროდუქციის მიღება; ** პროდუქციის გაყიდვაზე მაქსიმალური ზრუნვა. მოთხოვნები: ** კომუნიკაბელურობა; ** ინგლისური ან/და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; ** საოფისე პროგრამების ცოდნა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** მომხმარებელზე ორიენტირებულობა; ** გაყიდვებზე ორიენტირებულობა; ** ორგანიზებულობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** კეთილსინდისიერება. ჩვენ გთავაზობთ: ** ანაზღაურება - 1200 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი (200 -დან 400 ლარამდე); ** სამუშაო გრაფიკი - კვირაში 5 დღე, ცვლებში (8 საათიანი ცვლა დღის მანძილზე) ** დასვენების დღეები - კვირაში 2 დღე; ** გამოსაცდელი ვადის დასრულებისთანავე დაზღვევა თუ თქვენ მოგწონთ მოდა და მომსახურების სფერო, ეს არის თქვენთვის შესანიშნავი შესაძლებლობა. ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები: ** მაღალი ანაზღაურება; ** -40% კორპორაციული ფასდაკლება; ** ჯანსაღი სამუშაო გარემო; ** იდეების წახალისება; ** დაზღვევა ვაკანსია გამოცხადებულია პეკინისა და თბილისი მოლის ფილიალებისთვის. დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელფოსტაზე - [email protected] . სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - გაყიდვების კონსულტანტი.