გაყიდვების კონსულტანტი - ზარა -ისთ-ფოინთი/სრული განაკვეთი
Job description
სენომი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - გაყიდვების კონსულტანტი - ზარა -ისთ-ფოინთი (სრული განაკვეთი), "Cenomi Retail" 20-მდე ცნობილი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის: Zara, Mango, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius, Aldo, U.S. Polo, CHARLES & KEITH, Sunglass Hut, Oysho, Kiko Milano და ა.შ. დღესდღეობით კომპანია თბილისის მასშტაბით ფლობს 60-მდე მაღაზიას სითი მოლში საბურთალოზე, თბილისი მოლში, ისთ ფოინთსა, მერანი მოლში და უკვე ბათუმი გრანდ მოლში პირველად აჭარის რეგიონშიც არის წარმოდგენილი ,,Cenomi Retail Georgia’’-ს არაერთი მაღაზია. სამუშაო გრაფიკი: სამუშაო საათები: კვირაში 40 საათი ( 2 დღე დასვენება); ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება 1000 ლარი + 500 ლარამდე ბონუსი. რისი გაკეთება მოგიწევს: მიიღებ პროდუქციას და პროგრამულად გაატარებ ტრანსფერებს, გახსნი და დაახარისხებ ბრენდის სტანდარტების მიხედვით; მოამზადებ პროდუქციას დარბაზში გასატანად, რაც მოიცავს ფასების დაკვრას, ალარმების გაკეთებას და სისტემურად დარბაზზე გადაწერას; უზრუნველყოფ დარბაზში და საწყობში პროდუქციის სათანადო განლაგებას და პროდუქციის/ასორტიმენტის ნაკლებობის შემთხვევაში მენეჯერს ჩააყენებ საქმის კურსში; ჩვენ გთავაზობთ: სასიამოვნო სამუშაო გარემოს; კორპორატიულ დაზღვევას (ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვეში); წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობას. ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/eZd7Bize