TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / გაყიდვების მენეჯერი

გაყიდვების მენეჯერი

Grass ბათუმი ქართული
Posted Jul 28, 2026 12h ago apply by Aug 26, 2026

Job description

კომპანია BBS / შპს ბიკო არის საკონდიტრო ინგრედიენტებისა და ნედლეულის დისტრიბუტორი ბათუმსა და აჭარაში. ჩვენ ვწარმოვადგენთ წამყვან ბრენდებს (მათ შორის Puratos) და ვაწარმოებთ იმპორტს. ვეძებთ გამოცდილ გაყიდვების მენეჯერს , რომელიც განავითარებს საკონდიტრო მიმართულებას აჭარაში — მოძებნის ახალ კლიენტებს (საკონდიტროები, საცხობები, სასტუმროები, რესტორნები, წარმოებები) და ააშენებს მათთან გრძელვადიან, სისტემურ ურთიერთობას. ეს არის საველე, აქტიური გაყიდვების პოზიცია — ახალი კლიენტების მოძიება და ობიექტებზე გასვლა, და არა ოფისში/მაღაზიაში შემომავალი შეკვეთების მიღება. რას აკეთებთ: ახალი კლიენტების მოძიება და მოზიდვა აჭარის ბაზარზე; კლიენტის საჭიროების გამოვლენა და გადაწყვეტის შეთავაზება (მარტო პროდუქტი კი არა — გადაწყვეტა); პროდუქციის ტესტირების, დეგუსტაციებისა და მასტერკლასების ორგანიზება (Puratos-ის ტექნოლოგებთან ერთად); პირველი შეკვეთიდან რეგულარულ თანამშრომლობამდე მიყვანა და ასორტიმენტის გაფართოება; ბაზრის შესახებ ინფორმაციის შეგროვება (ახალი ობიექტები, სპეციალისტები, ცვლილებები); მუშაობის სისტემური აღრიცხვა კომპანიის ხელსაწყოებში (Fina / Asana). ვის ვეძებთ: გაყიდვების ან საკონდიტრო/კვების სფეროს გამოცდილება (B2B / HoReCa — უპირატესობა); მოლაპარაკების უნარი მფლობელებთან, შეფ-კონდიტერებთან, ტექნოლოგებთან; სიმწიფე, პასუხისმგებლობა, დამოუკიდებლად შედეგზე მუშაობის უნარი; საკუთარი ტრანსპორტი; საკონდიტრო წარმოების საბაზისო გაგება — დიდი უპირატესობა (ტექნოლოგიურ ცოდნას გავაძლიერებთ Puratos-თან ერთად). რას გთავაზობთ: კონკურენტული ფიქსირებული ხელფასი + გამჭვირვალე ბონუსი შედეგზე (დეტალები გასაუბრებაზე); პროფესიული ტრენინგი და სწავლება Puratos-თან თბილისში + მუშაობა ბრენდის ტექნოლოგებთან; კორპორატიული მობ. კავშირი (ინტერნეტი), საწვავი, ავტომობილის ამორტიზაცია; განვითარებული ინფრასტრუქტურა (მაღაზია, საწყობი, ლოგისტიკა) — შენ ყიდი, დანარჩენს ჩვენ ვუზრუნველვყოფთ; გუნდი, რომელიც მაქსიმალურად დაგეხმარება. CV გამოაგზავნეთ მისამართზე [email protected] წერილის თემაში (subject) მიუთითეთ: კონდიტერი — [სახელი გვარი] წერილში მოკლედ (3–4 წინადადება) გვიპასუხეთ: რატომ ფიქრობთ, რომ სწორედ თქვენ შეძლებთ ამ მიმართულების განვითარებას