გაყიდვების მენეჯერი
Job description
ბათუმში , კომპანია Rogantini Development ეძებს გაყიდვების ასისტენტს. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ბიზნესის ადმინისტრირების უმაღლესი განათლება; MS Office პროგრამების ცოდნა; რუსული და ინგლისური ენების თავისუფლად ფლობა; CRM სისტემაში მუშაობის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. პიროვნული თვისებები და უნარები: განვითარებისა და სწავლის მზაობა; ურთიერთობების ადვილად დამყარების უნარი; თავდაჯერებული კომუნიკაციის წარმართვა; ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი; გამართული წერითი კომუნიკაციისა და კორესპონდენციის კულტურის უნარი. სამუშაო მოვალეობები: CRM სისტემაში სატელეფონო „ცივი“ ზარების განხორციელება, პროექტის პირველადი პრეზენტაცია, მოლაპარაკებების წარმოება, მონაცემების შეგროვება; შემომავალი ზარებისა და წერილების მიღება, საწყისი დამუშავება; ახალი კლიენტების და კონტაქტების შესახებ ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში შეყვანა; გაყიდვების ხელმძღვანელის მიუწვდომლობის შემთხვევაში, კლიენტებისთვის პირველი საკონტაქტო პირის როლის შესრულება, შეკითხვებზე პასუხის გაცემა და მათი გადაჭრა; გაყიდვების ხელმძღვანელის პირადი მითითებების დროული შესრულება. სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 – 18:00 დასვენებების დღეები: შაბათი - კვირა ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი: 1700 ლარი + ბონუსი შედეგებიდან გამოსაცდელი ვადა 3 თვე: ანაზღაურებადია დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV ელ.ფოსტაზე: [email protected] , საგნის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - გაყიდვების ასისტენტი.