გაყიდვების მენეჯერი
Job description
გაყიდვების მენეჯერი (Sales Manager) ანაზღაურება: შეთანხმებით ვაკანსიის აღწერა: სასტუმრო "New Jai Son" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. ვეძებთ მიზანდასახულ და შედეგზე ორიენტირებულ პროფესიონალს, რომელიც ხელს შეუწყობს სასტუმროს გაყიდვების ზრდას და პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას. ძირითადი მოვალეობები: ** სასტუმროს მომსახურების გაყიდვების დაგეგმვა და განვითარება; ** ახალი კორპორატიული კლიენტების მოძიება; ** ტურისტულ კომპანიებთან და პარტნიორებთან ურთიერთობის დამყარება; ** კომერციული შეთავაზებების მომზადება; ** არსებული კლიენტების მართვა და ურთიერთობების გაძლიერება; ** გაყიდვების შედეგების ანალიზი; ** ბაზრის ტენდენციების მონიტორინგი. მოთხოვნები: ** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება; ** სასტუმროს/ტურიზმის სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** მოლაპარაკებების წარმოების უნარი; ** კომუნიკაბელურობა და შედეგზე ორიენტირებულობა; ** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა. ტელ: 514 80 00 44